კომპანია "ფრესკო" აცხადებს ტენდერს ხილ-ბოსტნის მოწოდებაზე. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს: [more]✔ იყოთ დღგ-ს გადამხდელი;✔ გქონდეთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ხილ-ბოსტნის მიწოდების ბაზარზე;✔ შეგეძლოთ კონკურენტული ხარისხის და ფასის მოწოდება;✔ გქონდეთ ფართო ასორტიმენტის მოწოდების შესაძლებლობა; ✔ შესწავლილი გქონდეთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საქ. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;✔ გქონდეთ RS -ზე სასაქონლო ზედნადების ატვირთვის შესაძლებლობა (ქართული + იმპორტული) საბუთის სისწორე. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს მონაცემები წარმოგვიდგინეთ კომპანია „ფრესკოს“ კომერციულ განყოფილებას ელექტრონულ ფოსტაზე - commerce@fresco.ge ტელ: 596 77 44 74 არაუგვიანეს 31 მაისისა. 31 მაისის შემდეგ მოხდება არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და მათ შორის საუკეთესოს ან საუკეთესოების შერჩევა. გისურვებთ წარმატებებს!