კომპანია „ფრესკოს“ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილი „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდია“, რომელიც 2014 წლის ივლისის თვეში დაარსდა. ფონდი, ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით დაეხმარა, 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველი ბავშვს, მზრუნველობა მოკლებულ მოხუცსა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახს.ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და მისი მიზანი იყო, დახმარებოდა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე პრობლემის გამო საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას საზღვარგარეთ.საქველმოქმედო გამოფენას მხარს უჭერდნენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე და სხვა. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ლექტორები.შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მიშიკოს ოპერაციის ხარჯების ასანზღაურებლად.