სიახლეები
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ და ქართველი მხატვრები 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ და ქართველი მხატვრები 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ

404 image

გაეცანით "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" მიერ  2017 წლის 22 დკემბერს განხორციელებულ საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვის შესახებ სტატიას."ქართველი მხატვრები „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით გაერთიანდნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ეხმარებიან. 18 600 ლარი, რომელიც ღონისძიებაზე შეგროვდა, სრულად მიშიკოს გადაერიცხება, რომელსაც სასწრაფოდ ხერხემლის ოპერაციის გაკეთება სჭირდება.მიშიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 2002 წელს დაეწყო და დღემდე 6 ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა უშედეგოდ. როგორც "ფრესკოს" გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია განმარტავს, მიშიკო შეძლებს, რომ საჭირო ოპერაცია ჩაიტაროს.„ჩვენი საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელია ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებსა და ოჯახებს. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ მხატვრები და სწორედ ჩვენი დახმარებით შეძლებს მიშიკო ამ რთული ოპერაციის გაკეთებას. სამომავლოდაც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მჯერა, რომ ერთად ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია,“ – განმარტავს სოფიო კორძახია.საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც 22 დეკემბერს Hillside Residence-ში გაიმართა, მხარს უჭერენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე, ირმა სვანიძე, ბაჩო გეგუჩაძე, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორები და სტუდენტები."იხილეთ სტატია www.bpg.ge ​ბმულზე 

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!