„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის" დედათა და ბავშთა თავშესაფარს ესტუმრა.
თავშესაფარში ამ ეტაპზე 9 დედა და 15 ბავშვი ცხოვრობს.
ფონდმა ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადასცა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა,მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა სასკოლო ჩანთა და საჭირო სასკოლო ნივთები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა "მომავლის გზის" დღის ცენტრის ბავშვებთან ერთად აღნიშნა.
ფონდის წარმომადგენლებმა 45 ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები და ასევე გაუმასპინძლდა გემრიელი საკვებით.
ვუსურვებთ თითოეულ პატარას ბედნიერ მომავალს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვლავ ესტუმრა სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს, ფონდის წარმომადგენლებმა მათ საჩუქრად გადასცეს სააღდგომო ნობათი.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, აღდგომის დღესასწაულზე სოციალურ სახლს ესტუმრა.
ფონდის წარმომადგენლებმა სოციალურს სახლს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცა.
უფასო სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, ასევე მოხუცებსა და შშმპ პირებს.
დღის განმავლობაში მასპინძლობს 130 მდე ბენეფიციარს.
დედის დღესთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები მოხუცთა თავშესაფარს “სიკეთის ლამპარს”ესტუმრნენ. თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარებს ფონდმა ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცა.
დედის დღესთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს “სიკეთის ლამპარს”. თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარების ფონდმა გადასცა, ტკბილეული, საკვები პროდუქტები.
ვულოცავთ ყველა ქალბატონს დედის დღეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც დღეს 9 თებერვალს შშმპ ტყუპი და-ძმა 9 წლის გახდნენ.ფონდმა ბავშვებს ტორტი, მზა კვება, ტკბილეული და დაბადების დღის საჩუქრები სურპრიზად გადასცა.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ საახალწლო საჩუქრებით საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი "იალონი"-ს ბენეფიციარები გაახარა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.
პატარების მიერ თოვლის ბაბუასთან გაგზავნილმა სურვილებმა წელსაც ფრესკოს საქველმოქმედო ფონდში მოიყარა თავი
შევეცადეთ თითოეული პატარის სურვილი ზედმიწევნით აგვესრულებინა - მათი გახარებაც ვფიქრობთ, გამოგვივიდა.
ფონდის წარმომადგენლები „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი უფასო სასადილო "სოციალურ სახლს" ესტუმრა, რომელიც დღის განამვლობაში 120 -მდე სოციალურად დაუცველ პირს უმასპინძლდება საკვებით.
ფონდის წარმომადგენლებმა სასადილოს საახალწლო ნობათი გადასცეს და მათ საახალწლო გარემოზე იზრუნეს.
ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ ჰოსპისის ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები, ტექნიკა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.
„ციცინათელების ქვეყანა“ არის სახლი, სადაც უკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონდე 0-18 წლამდე ბავშვები იღებენ ზრუნვას, როგორც ადგილზე სტაციონარში ასევე შინმოვლის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც, ჰოსპისი ყოველ თვიურად მზრუნველობას უწევს 70-მდე ბავშვს.