ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა,მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა სასკოლო ჩანთა და საჭირო სასკოლო ნივთები.
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები, ტრადიციულად წელსაც, ესტუმრნენ მოხუცთა პანსიონატს. ფონდმა პანსიონატს საჩურად გადასცა, მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები და მიულოცა ხანდაზმულებს დღევანდელი დღე.
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები უფასო სასადილოს ესტუმრნენ. მათ განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს დღესასწაული იმ ხანდაზმულ ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ სასადილოს და ცენტრს გადასცეს ტკბილეული და სხვადასხვა საკვები პროდუქტი
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა აგვისტოს თვეში ფინანსური დახმარება გაუწია 18 წლის ნიკა ოქიტაშვილს, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო ჩარევა
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი უფასო სასადილო "სოციალურ სახლს" ესტუმრა, რომელიც დღის განამვლობაში 120 -მდე სოციალურად დაუცველ პირს უმასპინძლდება საკვებით.
ფონდის წარმომადგენლებმა სასადილოს საახალწლო ნობათი გადასცეს და მათ საახალწლო გარემოზე იზრუნეს.
გილოცავთ მარიამობას!ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა, ფონდმა ხანდაზმულებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, ასევე გადასცა მათ საკვები პროდუქტი და ტკბილეული.ვუსურვებთ თითოეულ ხანდაზმულს ბედნიერ და ტკბილ სიბერეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული საჩუქრებით მიულოცა ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც თითოეულ ოჯახში 8 ბავშვი იზრდება. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ზურგჩანთები და სწავლისთვის საჭირო სრული საკანცელარიო ნაკრები, ასევე— საკვები პროდუქტები