„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით, 2017 წლის დეკემბერში, 18 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად (რომელსაც ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს) გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიებაში 50-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ გადმოგვცეს თავიანთი ნამუშევრები. დღემდე, მიშიკომ არა ერთი წინასაოპერაციო მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, შეირჩა კლინიკა თურქეთში. საოპერაციო ხარჯების დაფინანსებისათვის „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ გამოფენიდან შემოსული 18600 ლარის გარდა დამატებით 21400 ლარი გადარიცხა კლინიკის ანგარიშზე (ჯამში 40.000 ლარი). დღეს მიშიკო უკვე თურქეთშია და ემზადება გამოჯანმრთელებისთვის. მას რამდენიმე დღეში ოპერაცია ჩაუტარდება. მადლობას ვუხდით თითოეულ მხატვარს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ასევე თბილისის შოთა რუთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს გვერდში დგომისათვის. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში დაუდგნენ მიშიკოს.ჩვენ ერთად შევძელით მიშიკოს ოცნების ასრულება