სიახლეები

საშემოდგომო კერძი გოგრა ტკბილი ბრინჯით და ჩირით

საშემოდგომო კერძი გოგრა ტკბილი ბრინჯით და ჩირით

​მოვამზადოთ გემრიელი, საშემოდგომო კერძი, გოგრა ტკბილი ბრინჯით და ჩირით გოგრა - 1კგბრინჯი - ნახევარი  ჭიქა ქიშმიში - 1 ს/კკურაგა - 5 ცალიშავი ქლიავის ჩირი - 5 ცალინიგოზი - 1 ს/კთაფლი - 2 ს/კ დარიჩინი, ვანილიკარაქი - 50 გრ         მოვამზადოთ გოგრა : მოჭერით გოგრას თავი, ამოასუფთავეთ გული, გოგრის ძირი ასევე გაასწორეთ დანით, რათა გოგრა მოათავსოთ მყარად ვერტიკალურად. მოხარშეთ ბრინჯი, გადაურიეთ დაჭრილი, ჩირეული, ნიგოზი, თაფლი და დარიჩინი/ვანილი. გოგრის გული შეავსეთ  ბრინჯის და ჩირეულის  ნაზავით. თავზე მოათავსეთ კარაქი და დააფარეთ გოგრის თავსახური ( რომელიც თავდაპირველად მოაჭერით) გარედან შეფუთეთ ფოლგით, მოათავსეთ ღუმელში, 1,5-2 სთ  200 გრადუსზე.

გაყინული იოგურტი

გაყინული იოგურტი

​გაყინული იოგურტი გემრიელი დესერტია, მდიდარი ნაღების გემოთი, მაგრამ ნაკლები შაქრით და კალორიებით. გიზიარებთ მარტივ რეცეპტს მის მოსამზადებლად ინგრედიენტები, რომლის შეძენაც ჩვენს სუპერმარკეტებში შეგიძლიათ:1 1/2 ჭიქა ჩვეულებრივი რძის იოგურტი1/2 ჭიქა უბრალო უცხიმო ბერძნული იოგურტი1 ვანილი1/2 ჭიქა შაქარი 3 ს.კ თაფლი1/2 ჭიქა ჟოლო1/2 ჭიქა მოცვივანილი შეურიეთ 1/2 ჭიქა შაქარს. თასში ათქვიფეთ იოგურტი, შაქარი და თაფლი. შეურიეთ 1 1/2 ჭიქა უბრალო რძიანი იოგურტი, 2 1/2 ჭიქა ჩვეულებრივი უცხიმო ბერძნული იოგურტი და 3 სუფრის კოვზი თაფლი.ჩაასხით ყველა ინგრედიენტი ჯამში და გაყინეთ საყინულეში.გამოიღეთ ნაყინი საყინულედან და მორთეთ კენკრით

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.  ქალმა მსჯავრდებულებმა პირველი გამოცდა დადებითი  შედეგებით ჩააბარეს და უკვე სწავლების შემდეგ ეტაპზეც გადავიდნენ.   დარწმუნებულები ვართ, რომ ამავე წარმატებით, კურსის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე 17 ქალი მსჯავრდებული სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი გახდება   შეძენილი პროფესია კი, მათ სამომავლოდ დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.