სიახლეები

მოამზადეთ სასარგებლო, ენერგეტიკული კანფეტები

მოამზადეთ სასარგებლო, ენერგეტიკული კანფეტები

მოამზადეთ სასარგებლო, ენერგეტიკული კანფეტები, რომელიც ნებისმიერ დროს ჩაგინაცვლეთ ყავას, ენერგეტიკულ სასმელს თუ სხვა მასტიმულირებელ პროდუქტს. ამისთვის კი დაგჭირდებათ:ფინიკი კურკის გარეშე - 10 ცალი;ქიშმიში - 1/2 ჭიქა;ქოქოსის ფხვნილი - 4 ს.კ. (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სეზამის მარცვლებით ან კაკაოთი);სეზამის ზეთი 1/2 ს.კ.თაფლი 1 ს.კ.ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.      მომზადება კი უმარტივესია: მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერში (გარდა 2 ს. კ. ქოქოსის ბურბუშელისა) და დააქუცმაცეთ. გამოაცხეთ ბურთულები და გააგორეთ ქოქოსის ან თქვენს მიერ არჩეულ ბურბუშელაში.   

ჩიას პუდინგი

ჩიას პუდინგი

 ჩია სავსეა მინერალებით და ვიტამინებით. მის უნიკალურ თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი... თავი რომ არ მოგაბეზროთ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://bit.ly/3CLbyP5 აქვე გთავაზობთ ჩიას პუდინგის უმარტივეს რეცეპტს:  ინგრედიენტები:  1 სუფრის კოვზი ჩია ნახევარი ჭიქა იოგურტი სეზონური ხილი   მომზადების წესი: ჩიას რამდენიმე საათი სჭირდება იმისთვის, რომ გაფუვდეს, დარბილდეს და გემრიელი იყოს. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ჩია ჭიქაში, დაამატეთ იოგურტი და დააბლენდერეთ სეზონური ხილი. აურიეთ ეს მასა ფენებად ჭიქაში და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით მიირთვით. ალბათ, იფიქრებთ, ერთი ჭიქა ვის უნდა ეყოსო, თუმცა ჩია ნოყიერია და მისმა მოცულობამ არ დაგაბნიოთ