სიახლეები

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლები

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლები

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლებიინგრედიენტების შესაძენათ ესტუმრეთ ფრესკოს სუპერმარკეტებს ცომის ინგრედიენტები: ფქვილი - 600 გრ საფუარი - 10 გრ რძე - 250 მლ კარაქი - 80 გრ შაქარი - 70 გრ კვერცხი - 3 ცალი ვანილი მწიკვი მარილი შიგთავსის ინგრედიენტები: ყავისფერი შაქარი - 150 გრდარიჩინი - 1 სუფრის კოვზი კარაქი - 120 გრ მინანქარი: შაქრის ფხვნილი - 100 გრ კრემ ყველი - 1/3 ჭიქა რძე - 3 სუფრის კოვზი ვანილიპირველ ეტაპზე მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და საფუარი გადავურიოთ თასში, დაბალ ცეცხლზე შევათბოთ რძე და მასშივე გავადნოთ კარაქი, შაქარი და მარილი( არ ავადუღოთ). თბილი რძის მასა გადავურიოთ ფქვილში და მოვზილოთ, შემდგომ დავუმატოთ კვერცხი და განვაგრძოთ ცომის დამუშავება. ცომის მასა უნდა გამოვიდეს რბილი და ფაფუკი. გადავახვიოთ საკონდიტრო პარკი და დავასვენოთ ცომი მინ 1 საათის განმავლობაში, რათა გაორმაგდეს ზომაში.მეორე ეტაპი შიგთავსი: მას შემდეგ, რაც ცომი ამოფუვდა, გადავზილოთ კიდევ ერთხელ და დავიწყოთ შიგთავსის მომზადება, როსთვისაც უბრალოდ შაქარი და დარიჩინი უნდა გადავურიოთ ერთმანეთს. ასევე არ დაგვავიწყდეს ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქიც. ფუმფულა ცომი გააბრტყელეთ ოთკუთხედ ფორმაზე დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე, გადაუსვით დარბილებული კარაქი და მოაყარეთ შაქრის და დარიჩინი. გადაახვიეთ ცომი და დაჭერით 10-12 ნაწილად.წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, მოათავსეთ დარიჩინის როლები, გადააფარეთ საკონდიტრო პარკი და დააყოვნეთ 30-45 წუთი რათა კიდევ გაორმაგდეს ზომაში. ამის შემდგომ მოათავსეთ 190გრ 30 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ ფუნთუშებს მოასხით კრემ ყველისმინანქარი სასურველი რაოდენობით : შაქრის ფხვნილი, კრემ ყველი, ვანილი და რძე გადაურიეთ ერთმანეთში. ( სისქე შეგიძლიათ აკონტროლოთ რძის ეტაპობრივად დასხმით). გემრიელად მიირთვით  

ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში

ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში

​მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსშისაჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტებში ქათმის ფილე - 2 ცალი / პორციები შეგიძლიათ თავად გაზარდოთ/ ქამა სოკო - 200 გრ ნაღები (20%) – 200 მლ თეთრი ღვინო - 50 მლ ხახვი - 1 თავი ნიორი - 1 ლებანი მარილი /პილპილი - გემოვნებით ოხრახუში - გემოვნებით ზეთი/კარაქი ქათმის ფილე სასურველია წინა დღეს დამარინადდეს, თუმცა თუ ვერ მოასწარით არაუშავს, კერძის მომზადებამდე ფილე გაჭერით შუაზე, მოათავსეთ ლანგარზე, დააწურეთ ლიმონი, მოაყარეთ ცოტა მარილი და დაასვენეთ 1 საათით. გაცხელებულ ტაფაზე მოათვსეთ მცირე ოდენობით ზეთი და კარაქი, კარგად დაბრაწეთ ქათმის ფილე. გამზადებული ფილე დროებით გადავდოთ ტაფიდან და ახლა მასზე მოვათავსოთ ხახვი,ნიორი და სოკო, მოვბრაწოთ, დავუმატოთ ღვინო, სუნელები და ბოლოს ნაღები. ვადუღოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ტაფაზე დავაბრუნოთ დაბრაწული ქათმის ფილეს ნაჭრები. რამდენიმე წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. უგემრიელესი კერძიც მზად არის, მოაყარეთ ოხრახუში და გემრიელად მიირთვით

ვარკეთილის სუპერმარკეტში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ვარკეთილის სუპერმარკეტში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

​ვარკეთილის მოსახლეობის დიდი თხოვნით, დღეს, 25 ნოემბერს, 15:00 საათზე ვხსნით ფრესკოს სუპერმარკეტის განახლებულ სავაჭრო დარბაზს, სადაც თქვენ დაგხვდებათ:განახლებული გარემო პროდუქციის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტი სპეციალურად ვარკეთილის მომხმარებლისთვის განკუთვნილი 3 დღიანი აქცია: ნედლი ქათამი „კოდა“ 1კგ - 6.49 ლარი ნატურალური სულგუნი 1კგ - 15.99 ლარი საქონლის მკერდი 1კგ - 13.90 ლარი იმერული ყველი 1კგ - 11.99 ლარი ქარხნული ყველი 1კგ - 12.99 ლარიდა დამატებით სხვა 50 დასახელების პროდუქტზე.ვარკეთილის სუპერმარკეტის ოფიციალურ გახსნაზე კი გეპატიჟებით 5 დეკემბერს 10:00საათიდან, კალოუბნის #9-ში 

ბროკოლის და ყველის კრემ-სუპი

ბროკოლის და ყველის კრემ-სუპი

საჭირო ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს სუპერმარკეტებში ბროკოლი  - 200-250 გრამიხახვი - 1 ცალიბოსტნეულის ბულიონი - 500 მლ ( წინასწარ მომზადებული სხვადასხვა ბოსტნეულის ნახარში)მოცარელა - 30 გრამი / ედამერი - 50 გრამი / ობიანი ყველი - 20 გრამი ნაღები - 100 მლზეთი  - მცირე ოდენობით      გავასუფთავოთ ინგრედიენტები. ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი, დავამატოთ  დაჭრილი ხახვი და ბროკოლის ყვავილები (  მსხვილ ღეროს არ ვიყენებთ). მოვბრაწოთ პროდუქტები და დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი. ბულიონში მოთავსებული ბოსტნეული მოვხარშოთ და შედგომ დავაბლენდეროთ. გამზადებული მასა გადავიტანოთ კვლავ ქვაბში, დავუმატოთ ნაღები, კუბებად დაჭრილილ ყველი და წამოვადუღოთ. / ვინაიდან ყველი თავად მარიალიანია, გემოვნებით დაუმატეთ მარილი/ გემრიელად მიირთვით

მოვამზადოთ გემრიელი შოკოლადის მაფინი

მოვამზადოთ გემრიელი შოკოლადის მაფინი

ყველა საჭირო ინგრედიენტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს სუპერმარკეტში კარაქი - 100 გრამი  შაქარი - 150 გრამი  კვერცხი - 2 ცალი  რძე - 200 მლ  ფქვილი - 200 გრამი  კაკაო - 50 გრამი  გამაფხვიერებელი - 5 გრამი  ვანილი  შოკოლადი - 60 გრამი კარაქი და შაქარი მოვათავსოთ მიქსერში და კარგად  გადავურიოთ, დავუმატოთ კვერცხი, გამაფხვიერებელი, რძე და ფქვილი, ამოვურიოთ ხის კოვზით, კარგად გავხსნათ ინგრედიენტები. ღუმელში მოთავსებამდე მოვაყაროთ შოკოლადის მარცვლები.  მიღებული მასა გადავიტანოთ საცხობ სილიკონის ფორმებში და მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 15- 20 წუთი.  მაფინი შეგიძლიათ მოვრთოთ როგორც კრემით ასევე ტკბილი ფანტელებით. გემრიელად მიირთვით 

გოგრის კრემ სუფი

გოგრის კრემ სუფი

​მოამზადეთ გემრიელი გოგრის სუფ-პიურე ჩვენთან ერთად. ყველა საჭირო ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ ფრესკოს სუპერმარკეტებში.  გოგრა - 400 გ  ხახვი - 1 თავი  წყალი - 2 ჭიქა  ნაღები - 100 მლ  ნიორი - 1 კბილი  მარილი - გემოვნებით  პაპრიკა - გემოვნებით  ზეითუნის ზეთი ან კარაქი   გაასუფთავეთ ინგრედიენტები, გათალეთ გოგრა, მოაცილეთ ზედმეტი შეიგთავსი.  ჭურჭელში მოთუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ წყალი  და კუბიკებად დაჭრილი გოგრა, ხარშეთ 20 წუთი. (ქვაბიდან ამოიღეთ ნიორი).  დააბლენდერეთ მოხარშული სუფი, დაუმატეთ ნაღები, სუნელები და მარილი, წამოადუღეთ.  გააფორმეთ გოგრის სუფი  გოგრის თესლებით და პურის ორცხობილით.  გემრიელად მიიღთვით