„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
ფრესკოს საქველქმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც საჩუქრად გადაეცა საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები
ფონდმა ახალგაზრდა მოსწავლეს ნიკოლოზ გ.რომელიც გამოირჩევა ინტელექტუალური უნარებით და არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული, მისი სწავლის საფასურის თანხის მობილიზებაში ფონდმა შეიტანა წვლილი
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები, ტრადიციულად წელსაც, ესტუმრნენ მოხუცთა პანსიონატს. ფონდმა პანსიონატს საჩურად გადასცა, მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები და მიულოცა ხანდაზმულებს დღევანდელი დღე.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა აგვისტოს თვეში ფინანსური დახმარება გაუწია 18 წლის ნიკა ოქიტაშვილს, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო ჩარევა
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ნიკოლოზის სამკურნალო თანხის მობილიზებაში თავისი წვლილი შეიტანა და გაუწია ფინანსური დახმარება.
6 წლის ნიკოლოზს დაუდასტურდა ვილმსის მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, ის გერმანიაში, დორტმუნდის ბავშვთა საავადმყოფოში გადის მკურნალობას
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტო ავარიის შედეგად დაზარალებული 8 წლის დათის სამკურნალო თანხის მობილიზებისათვის შექმნილ ანგარიშზე თანხა გადარიცხა.ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას!
დედის დღის აღსანიშნავად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები მოხუცთა პანსიონატს "სიკეთის ლამპარს" ესტუმრნენპანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს საჩუქრად გადავეცით ყვავილები, ასევე პანსიონატი მომარაგდა მათთვის საჭირო საკვები პროდუქტებით
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯები დაუფარა რამდენიმე ბენეფიციარს, რომელთაც მომართეს ფონდს დახმარების თხოვნით.ვუსურვებთ თითოეულ ბენეფიციარს ჯანმრთელობას
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ტრადიციულად ესტუმრა "მომავლის გზის" ცენტრს სასკოლო საჩუქრებით სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებს, საჩუქრად გადაეცათ სასკოლო საკანცელარიო ნივთები და აქსესუარები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ივლისის თვეში დახმარება გაუწია უფასო სასადილო „კათარზის“. ფონდის მიერ მოხდა სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისათვის სადილის დაფინანსება. 450 ბენეფიციარს მიეწოდა როგორც მზა სადილი, ასევე მშრალი პროდუქტების ნობათი.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დღის ცენტრს "მომავლის გზას" საჩუქრად გადასცა სათამაშოები, სასრიალო, კალათბურთის ფარი და ა.შ დღის ცენტრს, სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები 70 მდე ბავშვი სტუმრობს, სადაც ისენი იღებენ დამატებით განათლებას, დადიან სხვადასხვა წრეზე და ა.შ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა 120 მდე სოციალურად დაუცველ პირს უფასო სასადილო "სოციალურ სახლში" უმასპინძლა