„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
მოზარდს, რომელსაც პატარაობიდან აწუხებდა მძიმე ფორმის სკოლიოზი, რომლის ხარისხიც უკვე საფრთხეს უქმნიდა მის სუნთქვას და გულის მუშაობას, დაენიშნა ქირურგიული ოპერაცია, რათა შეუმსუბუქდეს ტკივილები და გაუუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნული ოპერაციის ჩატარებაში. გვიხარია, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ვუსურვებთ მას ბედნიერ მომავალს.
გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, ტრადიციულად "მომავლის გზის" დღის ცენტრს ესტუმრა, ცენტრის ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, ასევე გავუმასპინძლდით გემრიელი საკვებითა და ტკბილეულით.
განსაკუთრებული განწყობა შეიქმნა მხიარული გმირების მონაწილეობით, რომლებმაც პატარებს სიყვარულით სავსე, დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, ბავშვთა ჰოსპის - ციცინათელების ქვეყანას ესტუმრა.
ფონდმა ჰოსპისს მათთვის საჭირო პირველადი მოხმარების პროდუქტები და ტექნიკა გადასცა
ბავშვთა ჰოსპისი 2017 წლიდან , ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობას 0-18 წლამდე ბავშვებისთვის. ჰოსპისის მთავარი მიზანია უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველებისათვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ესტუმრა.მათ გადაეცათ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და სააღდგომო ნობათი, რომლითაც გაუმასპინძლდებიან სასადილოს ბენეფიციარებს.
ფრესკოს საქველქმოემდო ფონდი მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა და მიულოცა დედის დღე.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ოჯახში სადაც 8 პირი, ცხოვრობს, 2 პირი უსინათლოა.
ფონდმა მათ პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ესტუმრა მრავალშვილიან ოჯახებს და გადასცა საკვები პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ესტუმრა და გაულამაზა დღევანდელი დღე ორ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს
მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს, სულ 20 ბავშვს, გადაეცათ საახალწლო საჩუქრები, სათამაშოები, ნაძვის ხე და საახალწლო სუფრისათვის საჭირო ყველა პროდუქტი
ვულოცავთ პატარებს დამდეგ შობა-ახალ წელს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, 2014 წლიდან მოყოლებული ყოველთიურად ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა დღის ცენტრებსა და ჯანმრთელობის მძიმე დაავადების მქონე პირებს.
ნოემბრის თვეშიც ფონდმა ასევე, გაუწია დახმარება მძიმე სენით დაავადებულ მოქალაქეს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, კვლავ ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს სადაც 20 მდე ხანდაზმული ცხოვრობს და ღებულობს სამედიცინო დახმარებას. ფონდმა თავშესაფარს გადასცა პროდუქტები და ტკბილეული.
ვუსურვებთ ყველა ხანდაზმულს ბედნიერ სიბერეს
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა,მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა სასკოლო ჩანთა და საჭირო სასკოლო ნივთები.
გილოცავთ მარიამობას!ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა, ფონდმა ხანდაზმულებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, ასევე გადასცა მათ საკვები პროდუქტი და ტკბილეული.ვუსურვებთ თითოეულ ხანდაზმულს ბედნიერ და ტკბილ სიბერეს