საქველმოქმედო ფონდი

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით. 

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. დეკემბრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა „მომავლის გზის“ [more] მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელთაც საჩუქრად ტკბილეული, საჩუქრები და ნაძვისხე გადაეცათ.ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს „მულტი პულტის“ ზღაპრის გმირი და ილუზიონისტი ესტუმრნენ.„მომავლის გზის“  ბავშვების სახელით მადლობას გიხდით იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ბავშვებს აჩუქეთ. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.      

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კათარზისს ესტუმრა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კათარზისს ესტუმრა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას და „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით წელს უკვე მეოთხედ ატარებს საქველმოქმედო აქციას. [more] ნოემბრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხით ფონდის წარმომადგენლებმა კათარზისში არსებული მოხუცთა თავშესაფარი მოინახულეს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო სადილით უმასპინძლეს.თითოეული კათარზისის წევრი ხანდაზმულის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.  

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად

2014 წლის ოქტომბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ოქტომბრის თვეში​ მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“  ბენეფიციარებს, [more]შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელთაც საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს „ნევერლენდის“ ზღაპრის გმირებიც ესტუმრნენ, რომლებმაც ბავშვები სხვადასხვა თამაშებითა და სიმღერებით გაართეს.„პირველი ნაბიჯი საქართველოს“  ბენეფიციარების სახელით მადლობას გიხდით იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ბავშვებს აჩუქეთ.   „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.   

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

2014 წლის სექტემბრის საქველმოქმედო აქცია.სექტემბრის თვეში „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. [more]მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. შემოსული თანხით შევიძინეთ  საწოლები, სკამები, ფეხსაცმელები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები.სვანიძეების ოჯახის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.  

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის პირველი საქველმოქმედო აქცია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის პირველი საქველმოქმედო აქცია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ თავისი საქველმოქმედო საქმიანობა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ვიზიტით დაიწყო. ფონდის წარმომადგენლებმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მაცხოვრებლები მოინახულეს [more] და მათ საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს, რომელიც აგვისტოს თვეში პოლიეთილენის პარკების გაყიდვიდან შემოსული თანხით იქნა შეძენილი. ფრესკოს  ფონდი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და თქვენ კიდევ არაერთი ქველმოქმედების მონაწილე გახდებით ჩვენთან ერთად. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის!