„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" მოხუცთა პანსიონატს "სიკეთის ლამპარს" ესტუმრაპანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულებს წინა სააღდგომოდ ფონდმა საჩუქრად საკვები პროდუქტები და ტკბილეული მიართვა.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" დედის დღე, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ დედებს მიულოცა ფონდის წარმომადგენლებმა მათ საჩუქრად გადასცეს კოსმეტიკის ნაკრები და თაიგული პატარებს კი სათამაშოები და საჭირო ნივთები გადაეცათ საჩუქრად
თებერვლის თვეში "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" წყნეთში არსებულ ხანდაზმულთა თავშესაფარს ესტუმრა. ამ მომენტისათვის თავშესაფარში 26 ხანდაზმული ცხოვრობს ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ პირადად მოინახულა ისინი და გადასცა მათ საჭირო პროდუქტები
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ფონდმა ოჯახს საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა საჩუქრად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანებს სახლში ესტუმრნენ. ვეტერანებს საჩუქრად გადაეცათ პროდუქტებისა და ტკბილეულის ნობათი.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები მოხუცებულთა თავშესაფარს "სიკეთის ლამპარს" ესტუმრნენპანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულებს ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცა "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" 5 წლის განმავლობაში არაერთხელ დაეხმარა აღნიშნულ პანსიონატს, ხანდაზმულებზე ზრუნვა ფონდის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
მარტის თვეში "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ.თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონებს, ფონდმა დედის დღე და 8 მარტი მიულოცა,საჩუქრად მათ გადაეცათ თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა. პატარებს კი, მთათვის საჭირო ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები წყნეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ფონდმა თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს საჩუქრად, მათთვის საჭირო პროდუქტები გადასცა. ფონდი მუდმივად ანხორციელებს საქველმოქემდო აქტივობებს ხანდაზმულებისათვის და მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს.#გავერთიანდეთშედეგისთვის
იანვრის თვეში "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მცირეოდენი წვლილი შეიტანა - 5 წლის მართას გამოჯანმრთელებაში."ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" უსურვებს მას მალე გამოჯანმრთელებას.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წევრებმა, თბილისის ქუჩებში მყოფ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ, ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს. საჩუქრად მათ საახალწლო ნობათი, ნაძვის ხე და ტკბილეული გადაეცათ. ბარბარობას გილოცავთ!
დეკემბრის თვეში "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მცირეოდენი წვლილი შეიტანა 8 წლის ნიკოლოზის გამოჯანმრთელებაში. "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" უსურვებს თითოეულ მათგანს მალე გამოჯანმრთელებას.
ფონდმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა უფასო სასადილოს "კათარზისის სტუმრებს. ფონდი დაარსების დღიდან არაერთხელ დახმარებია უფასო სასადილოს.