„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
ფრესკოს საბურთალოს სუპერმარკეტში ღია, თვითმომსახურების კაფე გაიხსა.
აქ, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ:
ცხელი და გამაგრილებელი სასმელები
პონჩიკები
ბლინები
ცხელი და ცივი კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი
მისამართი - ანჯაფარიძის 13, ახალ მეტრო უნივერსიტეტთან
მხოლოდ 5 ნოემბერსმხოლოდ 13:00 – 16:00 საათამდეფრესკოს ყველა სუპერმარკეტში შეიძინეთ განსაკუთრებული ფასდაკლებით:- თხილის და კაკაოს პასტა „ნუთელა“ 350გრ - 7.99 ლარიფასდაკლება გრძელდება მარაგის ამოწურვამდე
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ფინანსური წვლილი შეიტანა 13 წლის ბარბარეს სამკურნალო თანხების მობილიზებაში. ბარბარე თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურს. ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას
ფონდის წარმომადგენლებმა ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცეს სასკოლო ჩანთა და მათთვის აუცილებელი სასკოლო ინვენტარი.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ესტუმრა მოხუცთა პანსიონატს "სიკეთის ლამპარს". აღნიშნულ პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის, მოხდა საკვები პროდუქტების გადაცემა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა "მომავლის გზის" ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა
ფონდის წარმომადგენლებმა 50 მდე ბავშვს უმასპინძლა ფრესკოს გემრიელი პიცებითა და საცხობი პროდუქციით, ასევე ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ტკბილეულის ნაკრები
ბავშვების განწყობა კი შექმნეს მხიარულმა გმირებმა
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია 5 წლის ტაისია მ. და 10 წლის ნინო ჯ., ორივე მათგანს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები, ესტუმრნენ უფასო სასადილო „სოციალურ სახლს“, რომელიც ემსახურება: სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე მარტოხელა მოხუცებს.
ფონდმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უმასპინძლა „სოციალური სახლის“ 120-მდე ბენეფიციარს უფასო სადილით, ასევე დარიგდა სააღდგომო სასაჩუქრე ნაკრები.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ, დედათა და ბავშთა თავშესაფარს, სადაც იმყოფებიან, როგორც ქართველი ასევე უკრაინელი ახლაგზარდა დედები თავის შვილებთან ერთად, ასევე თავშესაფარში ცხოვრობენ მომავალი დედები, რომლებიც მალე ელოდებიან თავიანთ პატარებს.
ფონდმა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონებს, მიულოცა 8 მარტი, საჩუქრად გადასცა თავის მოვლის საშუალებების ნაკრები და თაიგულები, პატარები კი ტკბილეულით და სახალისო წიგნებით დაასაჩუქრა.
ვუსურვებთ თითოეულ მათგანს ბედნიერებას
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი დღეს, ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ფონდის წარმომადგენლებმა მათ მიულოცეს დედის დღე და გადასცეს საჭირო პროდუქტები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი თებერვლის თვეში 12 წლის ლექსოს ესტუმრა, ლექსო დედასთან და 16 წლის ძმასთან გიორგისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი აქვს და მუდმივად საჭიროებს მედიკამენტსა და მხარდაჭერას. ფონდმა, სოციალურად დაუცველი ოჯახი მათთვის საჭირო საკვები პროდუქტებით მოამარაგა