სიახლეები
გამომცხვარი ორაგული

გამომცხვარი ორაგული

404 image

​გიზიარებთ ორაგულის უმარტივესი და უგემრიელესი კერძის მომზადების რეცეპტს, ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს სუპერმარკეტებში.  კერძისათვის დაგჭირდებათ : ✅ ორაგული ✅ ლიმონი ✅ კამა ✅ ნიორი - 1კბილი ✅ მარილი ✅ პილპილი ✅ გამდნარი კარაქი - 30გრ ✅ საცხობი ფოლგა 👉 საცხობ ფორმას მოარგეთ შესაბამისი ზომის ფოლგა, ცენტრში დაალაგეთ კამა და ლიმონი, ზემოდან მოათავსეთ ორაგულის ნაჭერი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი, კამა და ლიმონი. ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი. 👉 მოცემული ინგრედიენტები კარგად შეფუთეთ ფოლგაში ყველა მხრიდან, შემდეგ კი, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი. ☺ გემრიელი კერძიც მზად არის. ✔ გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მოთუშული ბოსტნეული, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ინგრედიენტი. 🍷 მიირთვით კერძი თეთრ ღვინოსთან ერთად

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!