ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა,მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, საჩუქრად გადასცა სასკოლო ჩანთა და საჭირო სასკოლო ნივთები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია 5 წლის ტაისია მ. და 10 წლის ნინო ჯ., ორივე მათგანს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - "ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის" 10 ბენეფიციარ ვეტერანს პროდუქტები გადასცა საჩუქრად. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები, ესტუმრნენ უფასო სასადილო „სოციალურ სახლს“, რომელიც ემსახურება: სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე მარტოხელა მოხუცებს.
ფონდმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უმასპინძლა „სოციალური სახლის“ 120-მდე ბენეფიციარს უფასო სადილით, ასევე დარიგდა სააღდგომო სასაჩუქრე ნაკრები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული საჩუქრებით მიულოცა ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც თითოეულ ოჯახში 8 ბავშვი იზრდება. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ზურგჩანთები და სწავლისთვის საჭირო სრული საკანცელარიო ნაკრები, ასევე— საკვები პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველებისათვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ესტუმრა.მათ გადაეცათ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და სააღდგომო ნობათი, რომლითაც გაუმასპინძლდებიან სასადილოს ბენეფიციარებს.