სიახლეები

404 image

ტენდერი ხილ-ბოსტნის მოწოდებაზე

კომპანია "ფრესკო" აცხადებს ტენდერს ხილ-ბოსტნის მოწოდებაზე. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს: [more]✔ იყოთ დღგ-ს გადამხდელი;✔ გქონდეთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ხილ-ბოსტნის მიწოდების ბაზარზე;✔ შეგეძლოთ კონკურენტული ხარისხის და ფასის მოწოდება;✔ გქონდეთ ფართო ასორტიმენტის მოწოდების შესაძლებლობა; ✔ შესწავლილი გქონდეთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საქ. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;✔ გქონდეთ RS -ზე სასაქონლო ზედნადების ატვირთვის შესაძლებლობა (ქართული + იმპორტული) საბუთის სისწორე. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს მონაცემები წარმოგვიდგინეთ კომპანია „ფრესკოს“ კომერციულ განყოფილებას ელექტრონულ ფოსტაზე - commerce@fresco.ge ტელ: 596 77 44 74 არაუგვიანეს 31 მაისისა. 31 მაისის შემდეგ მოხდება არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და მათ შორის საუკეთესოს ან საუკეთესოების შერჩევა. გისურვებთ წარმატებებს!   

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის  დახმარებით 18 წლის მიშიკო სხვიტარიძე ახლა უკვე თურქეთშია

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის დახმარებით 18 წლის მიშიკო სხვიტარიძე ახლა უკვე თურქეთშია

​„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით, 2017 წლის დეკემბერში, 18 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად (რომელსაც ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს) გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიებაში 50-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ გადმოგვცეს თავიანთი ნამუშევრები.  დღემდე, მიშიკომ არა ერთი წინასაოპერაციო მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, შეირჩა კლინიკა თურქეთში. საოპერაციო ხარჯების დაფინანსებისათვის „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ გამოფენიდან შემოსული 18600 ლარის გარდა დამატებით 21400 ლარი გადარიცხა კლინიკის ანგარიშზე (ჯამში 40.000 ლარი).   დღეს მიშიკო უკვე თურქეთშია და ემზადება გამოჯანმრთელებისთვის. მას რამდენიმე დღეში ოპერაცია ჩაუტარდება. მადლობას ვუხდით თითოეულ მხატვარს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ასევე თბილისის შოთა რუთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს გვერდში დგომისათვის. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში დაუდგნენ მიშიკოს.ჩვენ ერთად შევძელით მიშიკოს ოცნების ასრულება

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ პენსიონრებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ პენსიონრებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ პენსიონრებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკოს“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო კორძახიამ 1 ოქტომბერს „პენსიონერთა კავშირის“ მიერ ორგანიზებულ საზეიმო საღამოზე პირადად დაასაჩუქრა ხანდაზმულები და გადასცა მათ სასაჩუქრე ნაკრები. „პენსიონერთა კავშირს“ გადაეცათ 500 სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც ეტაპობრივად  დაურიგდებათ ხანდაზმულებს. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ ულოცავს ყველა ხანდაზმულს საერთაშორისო დღეს! მათ ჩვენგან განსაკუთრებული სითბო და ყურადღება სჭირდებათ.