სიახლეები
ფრესკოს გარემოს დაცვითი კამპანია

ფრესკოს გარემოს დაცვითი კამპანია

ფრესკოს გარემოს დაცვითი კამპანია ფრესკოს გარემოს დაცვითი კამპანია

კომპანია ფრესკო ზრუნავს გარემოზე და ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს მასზე უარყოფითი ზეგავლენა.ვთვლით, რომ ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელსაც შეუძლია გლობალური გარემოს დეგრადაციისდადაბინძურებითგამოწვეულიმძიმეშედეგების შეჩერება.სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია უზრუნველყოთ ნარჩენების გადამუშავება და მაქსიმალური ჩართულობა დასუფთავება-გადამუშავების აქტივობებში: ¶ფრესკო ყოველდღიურად, აწარმოებს და ახდენს სხვადასხვა საკვები პროდუქციის რეალიზაციას, რაც განაპირობებს დიდი ოდენობით ნარჩენების წარმოქნას.  იმისათვის, რომ აღმოიფხვრას აღნიშნული ნარჩენების გარემოში მოხვედრის შესაძლებლობა, პერმანენტულად ვახორციელებთ კამპანიას ნულოვანი ნარჩენები - აღნიშნული კამპანია გულისხმობს ხილ-ბოსტნეულის და საცხობის გადარჩეული პროდუქციის ჩაბარებას სხვადასხვა საწარმოში, მისი ხელმეორედ გამოყენების მიზნით; ყოველდღიურად, ჩვენს მზა კვებაში მხოლოდ ახალი ზეთი გამოიყენება, მისი განახლება კი დღეში რამოდენიმეჯერ ხდება. აქედან გამომდინარე თავს იყრის გამოყენებული, საკვებად უვარგისი ზეთი, რომლის გარემოში მოხვედრა ძალიან საზიანოა. სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ სერტიფიცირებულ ზეთის შემგროვებელ-გადამამუშავებელ კომპანიასთან, რომელიც იყენებს აღნიშნულ ზეთს საწვავის წარმოებაში. მოხმარება-რეალიზაციაში ვიყენებთ მხოლოდ განახლებად, გადამუშავებად ბიოდეგრადირებულ პარკებს;მეორადი გადამუშავების მიზნით ვაბარებთ მუყაოს ყუთებსა და ყველა სახის ქაღალდის პროდუქციას;ვატარებთ გარემოს დასუფთავების აქტივობებს;შევამცირეთ ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარებს ოპტიმალურ დონემდე, რათა არ მოხდეს ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა.ჩვენი აქტივობა ამით არ დასრულდება და მომავალშიც ვგეგმავთ გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას.   

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!