კომპანია “ფრესკოში” პროდუქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ წარმოებას, რადგან ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა-წახალისებაა.[more] ჩვენ ყოველთვის ვეძებთ იმ იმპორტირებული პროდუქციის ქართულ ალტერნატივებს, რომელზედაც განსაკუთრებული მოთხოვნაა. „ფრესკოს“ საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვებში, რადგან ჩვენს სუპერმარკეტებს ყოველდღიურად 15 000-მდე მომხმარებელი სტუმრობს. ამჟამად ქსელში ადგილობრივი წარმოების საქონლის წილი საერთო რეალიზაციაში დაახლოებით 30%-ს შეადგენს. „ფრესკო“ თითქმის ყველა ეროვნულ მწარმოებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: „სანტე“, „ბარამბო“, „ზედაზენი“, „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „მილკო ფუდი“, „ტკბილი ქვეყანა“, „ჩერი“, „მითანა“, „ლიდერფუდი“, „აქვა გეო“ , „ვაკე“, „სარაჯიშვილი“ და სხვები. კომპანია „ფრესკო“ მცირე მეწარმეებისთვისაც ღიაა და მათაც აქვთ შესაძლებლობა გახდნენ “ფრესკოს” პარტნიორი მომწოდებლები თუ მათი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხის იმ სტანდარტს, რომელიც მკაცრად კონტროლდება ჩვენს კომპანიაში. „ფრესკო“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ახალს, ჯანსაღს, სწორედ ამ კონცეფციის გამტარებელია „ფრესკოს“ ქსელიც. ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლის ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციით მომარაგებაზე, ამიტომაც ვანიჭებთ უპირატესობას ადგილობრივ პროდუქციას. ქართული პროდუქციის უპირატესობაზე ისიც მიუთითებს, რომ იმპორტისგან განსხვავებით ადგილობრივ პროდუქცია არ საჭიროებს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას და შენახვის უფრო მოკლე ვადა აქვს. ქართული პროდუქტების პოპულარიაზაციას „ფრესკო“ სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებითა და აქციებით, ქართული პროდუქტებისთვის საუკეთესო პოზიციების შერჩევით და დეგუსტაციებითაც უწყობს ხელს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რომ ქართული წარმოების ხელშეწყობით, ხელს ვუწყობთ როგორც კონკურენტული გარემოს და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დამატებითი შემოსავლების გაჩენას, რითაც საბოლოო ჯამში ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას.