სიახლეები
კინოას სალათი

კინოას სალათი

404 image

მოამზადეთ  ჯანსაღი, დიეტური და ამავე დროს უგემრიელესი კინოას სალათი სწრაფად და მარტივად: 1/2 ჭიქა კინოა100 გრ ყვავილოვანი კომბოსტოპომიდორი1 ცალი ყაბაყი 1/2 ბულგარული წიწაკა2 ს/კ ლიმონის წვენიბალზამიკი (სურვილისამებრ) მარილი გემოვნებითვიწყებთ კინოას მოხარშვით! 1/2 ჭიქა კინოას თესლისთვის დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და გააშრეთ.  საშუალო ცეცხლზე ვახურებთ ტაფას და ოდნავ ზეითუნის ზეთს ვასხამთ, რომ ბოსტნეულმა არ მიიწვას. ბოსტნეულს, რომელსაც მიანიჭებთ უპირატესობას, ცოტა ხანი ვაჩერებთ ცეცხლზე, რომ დარბილდეს.  როდესაც ბოსტნეული მზადაა, ვჭრით და ვათავსებ ჯამში კინოასთან ერთად, ვასხამ ლიმონის წვენს, ცოტა ბალზამიკოს და ვაყრით მარილს გემოვნებით. ამ სალათის მომზადების შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დიეტური არ ნიშნავს უგემურს 

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!