იტალიური კვირეულის ფარგლებში გასანკუთრებულ კულინარიულ ღონისძიებას ვუმანსპიძლეთ!
დღეს ფრესკოს დიდი დიღმის ფილიალში ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეულის — სტეფანო სკარსოს საუცხოო მასტერკლასი გაიმართა.
სტეფანომ დამსწრე საზოგადოებას გააცნო იტალიური პასტის დამზადების ტექნოლოგია, მოუთხრო იტალიური სამზარეულოს ისტორია, ასევე გაუზიარა თავისი პროფესიული გამოცდილება და რჩევები.
სიტყვებით ვერ აღვწერთ იმ სურნელს, რომელიც დარბაზში ტრიალებდა, როცა სტეფანომ ჩვენი თვალწინ მოამზადა:
პასტა რიგატონი დი გრაფამო ამატრიჩიანა — კლასიკური, ავთენტური და მართლაც დაუვიწყარი გემო!
სტუმრებმა შეძლეს როგორც უშუალოდ შეფის მიერ მომზადებული კერძის დაგემოვნება, ასევე რეცეპტის მიღება და საინტერესო კითხვებზეც მიიღეს პასუხები.
მადლობა ყველა სტუმარს ემოციებისთვის და აქტიურობისთვის!
მადლობა სტეფანო სკარსოს — ცოდნის გაზიარებისთვის და უგემრიელესი საღამოსთვის.