საქველმოქმედო ფონდი
საახალწლო სურვილების ასრულება

საახალწლო სურვილების ასრულება

საახალწლო სურვილების ასრულება

პატარების მიერ თოვლის ბაბუასთან გაგზავნილმა სურვილებმა წელსაც ფრესკოს საქველმოქმედო ფონდში მოიყარა თავი

შევეცადეთ თითოეული პატარის სურვილი ზედმიწევნით აგვესრულებინა - მათი გახარებაც ვფიქრობთ, გამოგვივიდა.

ფონდის წარმომადგენლები „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს.

მსგავსი აქტივობები
ყველას ნახვა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.

გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ, დედათა და ბავშთა თავშესაფარს, სადაც იმყოფებიან, როგორც ქართველი ასევე უკრაინელი ახლაგზარდა დედები თავის შვილებთან ერთად, ასევე თავშესაფარში ცხოვრობენ მომავალი დედები, რომლებიც მალე ელოდებიან თავიანთ პატარებს.

ფონდმა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონებს, მიულოცა 8 მარტი, საჩუქრად გადასცა თავის მოვლის საშუალებების ნაკრები და თაიგულები, პატარები კი ტკბილეულით და სახალისო წიგნებით დაასაჩუქრა.

ვუსურვებთ თითოეულ მათგანს ბედნიერებას