ქათმის და სოკოს ჟულიენი

404 image

​მოვამზადოთ გემრიელი ქათმის და სოკო ჟულიენისაჭირო ინგრედიენტებისა და საცხობი ფორმის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს სუპერმარკეტში🟢 მოხარშული ქათმის ფილე 400გრ🟢 ქამა სოკო 500გრ🟢 ხახვი 2 თავი🟢 სულგუნი ან მოცარელა 150 გრ🟢 მაღალ პროცენტიანი ნაღები 150მლ ან არაჟანი🟢 რძე 250მლ🟢 ფქვილი 1 სუფრის კოვზი🟢 კარაქი 50გრ /ზეთი 1 ს/კ🟢 მარილი/ პილპილი👉 დავჭრათ ინგრედიენტები:ხახვი თხელ რგოლებად, ქამა სოკო და ფილე პატარა ზომებად. მოვათავსოთ ზეთი გახურებულ ტაფაზე, მოვშუშოთ ხახვი, შემდგომ დავამატოთ ქათმის ფილე და ქამა სოკო,მსუბუქად მოვბრაწოთ.დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.👉 მოვამზადოთ სოუსიფქვილი მოვათავსოთ ტაფაზე, მსუბუქად მოვბრაწოთ, დავუმატოთ კარაქი და გავადნოთ, შემდგომ დავუმატოთ რძე და ვურიოთ მასასს შესქელებამდე, შემდგომ ვუმატებთ ნაღებს/არაჟანს.👉 კერამიკულ ფორმაში მოვათავსოთ ქათმის და სოკოს ინგრედიენტები დავასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ ფორმა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.😋 გემრიელად მიირთვით

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა