​მოვამზადოთ, ჰაეროვანი, მარტივი და ძალიან პოპულარული დესერტი "პავლოვა

404 image

​მოვამზადოთ, ჰაეროვანი, მარტივი და ძალიან პოპულარული დესერტი "პავლოვა"  იცოდით, რომ მოცემული დესერტის სამშობლო არის ახალი ზელანდია სასურველი ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებში კვერცხის ცილა - 4 ცალი შაქრის ფხვნილი - 225 გრ (+ ცოტაოდენი შაქარი ნაღებთან ასათქვეფად, გემოვნებით) ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ ვანილი სიმინდის სახამებელი - 1 ს/კ ნაღები - 400 - 500 მლ (30-35%-იანი) ხილი: ბანანი, კივი, ფორთოხალი, მარწყვი, მანდარინი და ა.შ თქვენი გემოვნებით. ათქვიფეთ კვერცხის ცილა ბეზეს კონსისტენციამდე. თანდათან შეურიეთ შაქრის ფხვნილი და მიიყვანეთ გამყარებამდე. დაუმატეთ ვანილი, ლიმონის წვენი და სახამებელი, თქვიფეთ კიდევ 5 წუთი. ბეზე უნდა იყოს მყარი, იმდენად, რომ თასის გადმოტრიალებისას ინარჩუნებდეს ფორმას. პერგამენტზე გადაიტანეთ ბეზე და მიეცით ბუდის ფორმა. დაახლოებით 20 სმ დიამეტრი. გამოაცხვეთ 130 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 სთ და 30 წუთი. როდესაც გამოცხვება ბეზე, გამორთეთ ღუმელი, გააღეთ კარი და დატოვეთ ღუმელში სრულ გაგრილებამდე. ათქვიფეთ ნაღები და შაქრის ფხვნილი სასურველ სისქემდე, მოათავსეთ ბეზეს გულში და ზემოდან მორთეთ ხილით. გემრიელად მიირთვით

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა