სიახლეები
ნინო აბსანძე: შრომა და სურვილი – ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიზნის მისაღწევად

ნინო აბსანძე: შრომა და სურვილი – ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიზნის მისაღწევად

404 image

თბილისი (BPI) - მოსწონს გამოთქმა, – „ადვილია იყო დაკავებული, მაგრამ ძნელია იყო პროდუქტიული“. როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებს, ვერ გრძნობს იმ სირთულეებს, რომელიც ნებისმიერი ბიზნესის თანმდევია.[more] ჩვენი სტუმარია „ფრესკო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნინო აბსანძე, რომელიც „ფრესკოს“ 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.თუ კითხავთ, რამდენად რთულია ქალბატონისთვის ბიზნესში წარმატების მიღწევა, გიპასუხებთ: – ზოგადად წარმატების მიღწევა არ არის ადვილი. ბიზნესის კეთებისას არასოდეს გამიკეთებია აქცენტი იმაზე, რომ რადგან ქალი ვარ ეს რამეში ხელს შემიშლიდა. ცხოვრების ყველა ეტაპზე მქონდა მიზანი და  ამ მიზნისკენ მივდიოდი.  ვფიქრობ, რომ  ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს მათ მიმართ გარკვეული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. – არის თუ არა გარკვეული  შეზღუდვა "საქმიანი ქალბატონის" სტატუსის ტარება? – საქმიანი ქალის სტატუსი შესაძლებლობებთან ერთად შეზღუდვებსაც იწვევს. როდესაც წარმოადგენ დიდ კომპანიას, როდესაც ბევრისთვის მაგალითი უნდა იყო,  როდესაც შენი ესა თუ ის გადაწყვეტილება შესაძლოა ბევრ ადამიანზე და საქმეზე აისახოს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ სიტუაციაში საკუთარ თავს შეზღუდვებს თავადვე უწესებ. ეს შეზღუდვები უკვე ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია და სხვაგვარად შეუძლებელიცაა. – "ფრესკოში" თქვენი მოხვედრის ისტორია და წარმატებები კომპანიაში, რას საქმიანობდით მანამდე და როგორ მოხვედით დღემდე? – „ფრესკოში“ მოსვლამდე მქონდა საკმაოდ მსხვილ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება.  2011 წელს კი დავინიშნე ყველაზე დიდ თანამდებობაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქალს, გავხდი დედა და რამდენიმე თვის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება გავმხდარიყავი „ფრესკო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, რომელიც ახალი შემოსული იყო რითეილ ბაზარზე, ფლობდა მხოლოდ ერთ სუპერმარკეტს დიდი პოტენციალით და განვითარების სერიოზული გეგმებით.ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო და დღემდე, უკვე 3 წელია, ვხელმძღვანელობ კომპანიას, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესშია. – როგორია თქვენი გეგმები მომავლისთვის?– დღეს ჯგუფი, რომელსაც ვხელმძღვანელობ მუშაობს ორი მიმართულებით: ესენია - სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, რომელიც უკვე 6 მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს თბილისის სხვადასხვა უბანში და 1000–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მეორე კი, დეველოპერულ კომპანია, რომელმაც სოლოლაკში, ამაღლების ქ# 47-ში რეზიდენციის ტიპის პირველი საცხოვრებელი სახლი HILLSIDE RESIDENCE ააშენა.ვაპირებთ გავაფართოვოთ „ფრესკოს“ ქსელი და 2015 წლის ბოლოს მინიმუმ ორი ახალი სუპერმარკეტი გავხსნათ თბილისში. გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები დეველოპმენტის მიმართულებითაც. – რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს ბიზნესის სფეროშისაქმიანობა, ან მათ აქვთ მიზანი მიაღწიონ წარმატებებს ბიზნესსა თუ მაღალ თანამდებობებზე.– დაისახეთ კონკრეტული მიზანი, იყავით თავდაჯერებული, მაგრამ ყოველთვის უსმინეთ გამოცდილ ადამიანებს და იშრომეთ ბევრი. ვფიქრობ, ცხოვრებაში იღბალიც თამაშობს გარკვეულ როლს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას უპირველესად მაინც ჩვენ ვგეგმავთ და განვკარგავთ, ამიტომ შრომა და სურვილი არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. – თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველაზე დიდი თანამდებობა თქვენთვის დედობაა. რა ადგილი უჭირავს ოჯახს თქვენს ცხოვრებაში, რამდენად რთულია ოჯახისა დასაქმიქნობის შეთავსება?– მყავს მეუღლე და 3 წლის ტყუპები, ლილე და გიორგი. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებას ყოველთვის ვახერხებ. თავისუფალ დროს ვუთმობ ოჯახს და მეგობრებს, სწორედ მათგან მიღებული დადებითი ემოციები მაძლევს საშუალებას ყოველი ახალი დღე მეტი შემართებით დავიწყო.       

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!