სიახლეები
მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და მარტივი დესერტი შოკოლადის მუსი

მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და მარტივი დესერტი შოკოლადის მუსი

404 image

მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და მარტივი დესერტი შოკოლადის მუსი.საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებშიკვერცხი - 5 ცალიშაქარი - 100 -150 გრკარაქი - 100 გრშოკოლადი - 100 გრკაკაო - 2-3 ს/კკონიაკი - 2 ს/კ ( თუ ბავშვებისათვის ამზადებთ , მაშინ არ დაუმატოთ)თხილი - 150 გრვანილი - 1 შეკვრაგავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი.5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო, ვანილი. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას.გაანაწილეთ ჭიქებში, მოასხით ზემოდან ნაღების კრემი, მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან შოკოლადი და შედგით მაცივარში.

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!