„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ თავისი საქველმოქმედო საქმიანობა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ვიზიტით დაიწყო. ფონდის წარმომადგენლებმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მაცხოვრებლები მოინახულეს [more] და მათ საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს, რომელიც აგვისტოს თვეში პოლიეთილენის პარკების გაყიდვიდან შემოსული თანხით იქნა შეძენილი. ფრესკოს ფონდი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და თქვენ კიდევ არაერთი ქველმოქმედების მონაწილე გახდებით ჩვენთან ერთად. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის!