ფრესკოს სათავო ოფისში მსახიობი ლეო ანთაძის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა თბილ, უშუალო
გარემოში, სადაც ჩვენს გუნდს საშუალება ჰქონდა ახლოდან გაეცნო ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მისი ცხოვრების გზა, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და იმ დაუვიწყარი როლების მიღმა მდგომი ადამიანი, რომელიც ყველას გულშია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფრესკოს ოფისის თანამშრომლები, სუპერმარკეტების გენერალური მენეჯერები და თვის საუკეთესო თანამშრომლები, რომელთაც მსახიობმა საკუთარი წიგნი საჩუქრად გადასცა და გულითადი ავტოგრაფიც მიუძღვნა