სიახლეები
სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკომ" საქველმოქმედო ფონდი დაარსა

სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკომ" საქველმოქმედო ფონდი დაარსა

404 image

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკო“-მ დაარსა "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი", რომლის მიზანიცაა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე  მეტად სჭირდება. [more] 1 აგვისტოდან  ყველა ჩვენს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გახდეს ფონდის ქველმოქმედების თანამონაწილე და მის მიერ შეძენილი ყოველი პოლიეთილენის პარკიდან შემოსული თანხით დაეხმაროს სხვას. ჩვენ, თქვენი უშუალო დახმარებით შევუმსუბუქებთ  ცხოვრებას ძალიან ბევრ ადამიანს! სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომხმარებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ. ჩვენი ერთობლივი ქველმოქმედების  ანგარიშები გამოქვეყნდება „ფრესკოს“ ვებგვერდზე და სუპერმარკეტებში განთავსებულ საინფორმაციო სტენდზე. „ფრესკო“ მზადაა უპასუხოს თითოეული თქვენგანის შეკითხვას. მადლობა ქველმოქმედებისთვის!   

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!