სიახლეები
სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ 1 ივნისს ბავშვებს დიდი დღესასწაული მოუწყო

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ 1 ივნისს ბავშვებს დიდი დღესასწაული მოუწყო

404 image

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ 1 ივნისს ბავშვებს დიდი დღესასწაული მოუწყო და ერთი დღე მთლიანად მათ მიუძღვნა.  12 საათიდან 6 საათამდე ზღაპრებისა და მულტფილმების გმირებმა „მულტი-პულტის სამყაროდან“,[more] მხიარული ღონისძიება გამართეს, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური თამაშებით. „ფრესკოს“ მომსახურე პერსონალი ერთი დღით ბავშვების საყვარელ ზღაპრის გმირებად გადაიქცა. პარკურის ბიჭებმა ექსტრემალური, თავბრუდამხვევი და სანახაობრივი შოუ მოაწყვეს, ბავშვებისთვის სახის მოხატვაზე პროფესიონალი მხატვარი ზრუნავდა.სპეციალურად ბავშვებისათვის მოწყობილი იყო სახატავი კუთხე. გამოვლინდა საბავშვო ნახატების კონკურსის „ჩემი ფრესკოს“ გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა პრიზები, საუკეთესო ნახატები კი მთელი დღის განმავლობაში იყო გამოფენილი. „ფრესკო“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ „ფრესკო“ არ ივიწყებს ისეთ დღესასწაულს, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თვლის რომ ბავშვებზე ზრუნა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!