სიახლეები
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" დაბალი ფასებით უკვე საბურთალოზეც შედის

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" დაბალი ფასებით უკვე საბურთალოზეც შედის

404 image

30 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" -ს რიგით მეოთხე სუპერმარკეტი გაიხსნება, რომელიც ამჟამად მშენებლობის ბოლო სტადიაშია. [more] სუპერმარკეტი „ ფრესკო" 3000 კვ. მეტრზე შენდება და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს.სუპერმარკეტის ტერიტორიაზე განთავსდება: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, მიწისქვეშა პარკინგი, აფთიაქი, ბანკი და სხვა ობიექტები. ტერიტორია სრულად იქნება აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში" ამ დროისთვის 350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანია დამატებით კიდევ 100 ახალ სამუშო ადგილს შექმნის.„ფრესკოს" სუპერმარკეტებში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში. სუპერმარკეტში წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.„ფრესკო" თავის ერთგულ მოხმარებელს 5%-იანი ფასდაკლების ბარათსაც სთავაზობს, რომელიც სუპერმარკეტში არსებულ ყველა პროდუქტზე ვრცელდება და მისი მიღება შესაძლებელია ერთჯერადად დახარჯული 10 ლარის სანაცვლოდ.სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში. წლის ბოლომდე „ფრესკოს" ქსელს გარდა საბურთალოსა კიდევ 2 ახალ სუპერმარკეტი (ჩუღურეთი, ჩიქობავას ქუჩა №22; ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №61) შეემატება . თუმცა „ფრესკო" ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს „ფრესკო" უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე წარმოდგენილი.სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს" ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის მომსახურებას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს.გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!     

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!