სიახლეები
იანვრის თვეში "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მცირეოდენი წვლილი შეიტანა - 5 წლის მართას დასახმარებლად

იანვრის თვეში "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მცირეოდენი წვლილი შეიტანა - 5 წლის მართას დასახმარებლად

404 image

 სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარა ბინადრებმა საახალწლოდ, თოვლის ბაბუას თავიანთი სურვილების ასასრულებლად, წერილი გაუგზავნეს. ეს წერილები კი, “ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის” ფოსტაში ვიპოვეთ. სურვილებით დახუნძლული 60 წერილი "ფრესკოს" ფონდის თოვლის ბაბუამ გულდასმით შეისწავლა და დღეს მათ ჯადოსნური დღესასწაული ორთაჭალის "ფრესკოში" მოუწყო.კაფეში პატარებს გემრიელი საკვებითა და ტკბილეულობით გავუმასპინძლდით.ბავშვების სურვილი თოვლის ბაბუამ პირნათლად შეასრულა: წიგნები, ველოსიპედი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, გლობუსი, თოჯინა და ბევრი სხვა საჩუქარი გადასცა მათ. ჩვენთვის კი ყველაზე დიდი საჩუქარი მათი ბედნიერი სახეებია. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! 

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!