სიახლეები
დირექტორთა საბჭოს განცხადება

დირექტორთა საბჭოს განცხადება

404 image

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანია ფრესკოს დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ასაწონი სოციალური პროდუქციის ყველა სახეობა გაიყიდოს იმ ფასში, რა ფასშიც მოხდა კომპანიის მიერ პროდუქციის შესყიდვა. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ფრესკო უარს ამბობს აღნიშნული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალზე. ამასთანავე, კომპანია საკუთარი სახსრებით დააფინანსებს ყველა იმ ხარჯს, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან.გადაწყვეტილების თანახმად, მომხმარებლებს შეეძლებათ ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეიძინონ შემდეგი ასაწონი სოციალური პროდუქტები: ასაწონი შაქარი• ასაწონი ბრინჯი• ასაწონი წიწიბურა• ასაწონი ფქვილი• ასაწონი სიმინდის ფქვილი• ასაწონი ღერღილი• ასასწონი ვერმიშელი• ასაწონი მაკარონი (ყველა სახეობის)• ასაწონი ლობიო (ყველა სახეობის)• ასაწონი შვრიის ფანტელი („ჰერკულესი“)იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეძლოს ჩამოთვლილი პროდუქციის შეძენა, ვაწესებთ ლიმიტს - მაქსიმუმ 5კგ ერთ მომხმარებელზე. მივმართავთ თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენთან ერთად მოახდინოს ხალხის ნაკადის დარეგულირება ჩვენი სუპერმარკეტის ტერიტორიის გარეთ, რათა არ დაირღვეს უსაფრთხოების ნორმები.ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ფრესკოს სუპერმარკეტებში ვიზიტის დროს, თქვენი უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაიცვათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.ჩვენ მზად ვართ მოგემსახუროთ ჩვეულ რეჟიმში - ამ ეტაპზე, ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში.  

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!