რიზოტო

404 image

​ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზიქამა ან ხის სოკო -  300  გრამიხახვი - ¼ კარაქი - 40 გრამირიზოტოს ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქათეთრი ღვინო - 50 მლსასურველი ბულიონი ( ქათმის ან ბოსტნეულის) – 3 ჩაის ჭიქაგახეხილი ყველი პარმეზანი -  1/3 ჭიქაქვაბში  ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ თხლად დაჭრილი სოკო, მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. მას შემდეგ რაც სოკო გამზადდება გადაიტანეთ ის  დროებით სხვა  თასში.იმავე ქვაბში ( სადაც მომზადდა სოკო) მოათავსეთ კარაქი,  დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოთუშეთ, დაუმატეთ ღვინო - გადაურიეთ ინგრედიენტები, მას შემდეგ რაც ალკოჰოლი აორთქლდება დაუმატეთ ბრინჯი. 5 წუთის განმავლობაში ურიეთ ბრინჯს რათა მოიხალოს.ეტაპობრივად დაამატეთ ცხელი  ½ ჭიქა ბულიონი თითო ჯერზე ( სულ ჯამში 3 ჭიქა) და პარალელურად ურიეთ ბრინჯს, ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, შეგიძლიათ სოკო გადაურიოთ ბრინჯის მასაში ან თეფშზე მოათავსოთ ბრინჯის თავზე, გემოვნებით მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. 

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა