ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებლების კომფორტზე.
ფრესკოს მისიაა მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო.
სუპერმარკეტების ქსელის გახსნის იდეა, 2010 წელს გაჩნდა - მთავარი ამოცანა იყო თბილისის გარე უბნების მაცხოვრებლებისათვისაც შექმნილიყო ისეთივე, კომფორტული და მაღალი სტანდარტების მქონე სავაჭრო ობიექტი, როგორიც შეიძლებოდა სხვა ნებისმიერ ცენტრალურ უბანში ყოფილიყო.
ფრესკომ ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო ქსელის აქტიური განვითარება და სუპერმარკეტების რაოდენობის სწრაფი ზრდის მეშვეობით იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად-მზარდი ქსელი გახდა. ფრესკოს პირველი სუპერმარკეტი ვარკეთილში, კალოუბნის 9-ში გაიხსნა. ამავე წელს გაიხსნა ფრესკოს მეორე სუპერმარკეტი მუხიანში. დღეს კი თბილისის მასშტაბით ფრესკო 9 სუპერმარკეტს ფლობს, თბილისის სხვადასხვა უბანში.
2016 წლიდან შემდგომ ეტაპზე ქსელის განვითარების თვალსაზრისით, კონცენტრაცია არა სუპერმარკეტების რაოდენობის ინტენსიურ ზრდაზე, არამედ არსებული ქსელის სტრუქტურულ-ორგანიზაციულ განვითარებასა და მომგებიანობის ზრდაზე მოახდინა.
ფრესკო ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც ოპერირებს 100% საკუთრებაში არსებულ მიწისა და შენობების ბაზაზე, რაც განაპირობებს მის დამოუკიდებლობას და ფინანსურ სიძლიერეს
„ფრესკო“ ხელმისაწვდომია ყველასთვის!
კომფორტული გარემო: ჩვენ ერთადერთი ქსელი ვართ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურ კომფორტს: კეთილმოწყობილ სავაჭრო დარბაზს, პარკირების ტერიტორიას, კეთილმოწყობილ შიდა და გარე კაფეს და სხვადასხვა სერვისს. მხოლოდ „ფრესკოში“ მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ შეიძინონ მედიკამენტები, აქსესუარები, პარფუმერია, ბავშვისა და ქალის ტანსაცმელი, ისარგებლონ ქიმწმენდის სერვისით და სხვა მათთვის საჭირო ნივთები.
მრავალფეროვანი ასორტიმენტი: მხოლოდ "ფრესკოში“ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ როგორც საკვები პროდუქცია, ისე ტექნიკური ხელსაწყოები, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთები.
უმაღლესი ხარისხის პროდუქცია: „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს პროდუქციის ხარისხს და ვადებს.
ხარიხსის მართვის სამსახურის მიერ მუდმივად ხორციელდება წარმოების სანიტარული და ჰიგიენური საიმედოების შემოწმება და შეფასება. ყოველდღიურად ახალი ხორც პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული და რძის ნაწარმი კი ინტენსიურად მოწმდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებზე ორიენტირებულ ლაბორატორიული კვლევების მიერ.
მაღალი დონის მომსახურება: „ფრესკო“ გამოირჩევა მაღალი დონის მომსახურებით, რაც არა ერთმა კვლევამ აჩვენა. აქ თანამშრომლები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ჩვენთვის თითოეული თანაშრომლის კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ფრესკოს სამზარეულო: მხოლოდ „ფრესკოში“ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინოს მზა კვების ფართო არჩევანი. ჩვენი შეფ მზარეულები ყოველდღიურად ზრუნავენ პროდუქციის ასორტიმენტის მრვალფეროვნებაზე, ხარისხსა და გემოზე.
ჩვენთან დამზადებული მზა პროდუქცია წარმოებულია ყველაზე მკაცრი ხარისხის სტანდარტების მიხედვით.
ფინანსური სიძლიერე და დამოუკიდებლობა: „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთრებაში არსებულ მიწისა და შენობების ბაზაზე. „ფრესკოს“ ფინანსური სიძლიერე გარანტია იმისა, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი, კომპანიის დაარსების დღიდან ყოველთვის დროულად იღებს ხელფასს.
„ფრესკო“ არის ფინანსურ წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია და ჩვენთვის ეს წარმატება თითოეული თანამშრომლის ფინანსური კეთილდღეობაა, რისთვისაც საჭიროა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი.