ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, კვლავ ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს სადაც 20 მდე ხანდაზმული ცხოვრობს და ღებულობს სამედიცინო დახმარებას. ფონდმა თავშესაფარს გადასცა პროდუქტები და ტკბილეული.
ვუსურვებთ ყველა ხანდაზმულს ბედნიერ სიბერეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ოჯახში სადაც 8 პირი, ცხოვრობს, 2 პირი უსინათლოა.
ფონდმა მათ პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.
ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ ჰოსპისის ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები, ტექნიკა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.
„ციცინათელების ქვეყანა“ არის სახლი, სადაც უკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონდე 0-18 წლამდე ბავშვები იღებენ ზრუნვას, როგორც ადგილზე სტაციონარში ასევე შინმოვლის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც, ჰოსპისი ყოველ თვიურად მზრუნველობას უწევს 70-მდე ბავშვს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
ფონდმა ახალგაზრდა მოსწავლეს ნიკოლოზ გ.რომელიც გამოირჩევა ინტელექტუალური უნარებით და არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული, მისი სწავლის საფასურის თანხის მობილიზებაში ფონდმა შეიტანა წვლილი
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ესტუმრა სოციალურად დაუცველ მარტოხელა ქალბატონს, რომელსაც გადაეცა საკვები პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა
ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში 10 მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ მათთვის საჭირო ნივთები.