News

404 image

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება

​ფრესკოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 1,000,000 ლარზე მეტი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით უნდა დარჩენილიყო კომპანია ფრესკოს განკარგულებაში და არ გადარიცხულიყო ბიუჯეტში, სრულად მიემართოს ფრონტში, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების:✔ კონსულტანტების✔ ხაზის კონსულტანტების✔ მოლარეების✔ მერჩენდაიზერების✔ დაცვის თანამშრომლების✔ ინვენტარიზაციის თანამშრომლების✔ მიმღები ოპერატორების✔ ტექნიკურ თანამშრომლებს✔ წარმოების თანამშრომლების✔ საწყობის თანამშრომლების✔ კონტროლის თანამშრომლების✔ დარბაზის, საწყობის და ცვლის მენეჯერების✔ მძღოლების✔ კორპორატიული მოლარეების✔ პარკინგის თანამშრომლებისსახელფასო ფონდში.აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ფრესკოს დირექტორთა საბჭოს. 

404 image

დირექტორთა საბჭოს განცხადება

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანია ფრესკოს დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ასაწონი სოციალური პროდუქციის ყველა სახეობა გაიყიდოს იმ ფასში, რა ფასშიც მოხდა კომპანიის მიერ პროდუქციის შესყიდვა. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ფრესკო უარს ამბობს აღნიშნული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალზე. ამასთანავე, კომპანია საკუთარი სახსრებით დააფინანსებს ყველა იმ ხარჯს, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან.გადაწყვეტილების თანახმად, მომხმარებლებს შეეძლებათ ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეიძინონ შემდეგი ასაწონი სოციალური პროდუქტები:ასაწონი შაქარი• ასაწონი ბრინჯი• ასაწონი წიწიბურა• ასაწონი ფქვილი• ასაწონი სიმინდის ფქვილი• ასაწონი ღერღილი• ასასწონი ვერმიშელი• ასაწონი მაკარონი (ყველა სახეობის)• ასაწონი ლობიო (ყველა სახეობის)• ასაწონი შვრიის ფანტელი („ჰერკულესი“)იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეძლოს ჩამოთვლილი პროდუქციის შეძენა, ვაწესებთ ლიმიტს - მაქსიმუმ 5კგ ერთ მომხმარებელზე. მივმართავთ თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენთან ერთად მოახდინოს ხალხის ნაკადის დარეგულირება ჩვენი სუპერმარკეტის ტერიტორიის გარეთ, რათა არ დაირღვეს უსაფრთხოების ნორმები.ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ფრესკოს სუპერმარკეტებში ვიზიტის დროს, თქვენი უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაიცვათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.ჩვენ მზად ვართ მოგემსახუროთ ჩვეულ რეჟიმში - ამ ეტაპზე, ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში.