ნიოკი / გნოჩი

404 image

მოვამზადოთ ჩრდილოეთ იტალიის ტრადიციული კერძი,პასტის ნაირსახეობა - ნიოკი / გნოჩი საჭირო ინგრედიენტების შესაძენად ესტუმრეთ ფრესკოს სუპერმარკეტს პასტის მოსამზადებლად: კარტოფილი - 500 გრფქვილი - 170 გრკვერცხი - 1 ცალიშავი პილპილი, მარილი, მუსკატის კაკალი - გემოვნებით მოხარშეთ კარტოფილი, შემდგომ მოაცილეთ კანი და ჩანგლის დახმარებით კარგად დასრისეთ, დაუმატეთ ფქვილი, მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი, მარილი და მოზილეთ ცომი. მას შემდეგ რაც ცომი გამზადდება, მყარ ზედაპირზე გადმოიტანეთ, მოაფრქვიეთ მცირე ოდენობის ფქვილი.  გააბრტყელეთ ცომი ვიწრო მოგრძო ფორმაზე და მიეცით პატარა ოთკუთხედი ფორმები. ( 2სმ) აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ცოტა მარილი,  ცომის კუბიკები მოათავსეთ წყალში მოსახარშად, ხარშეთ 20 – 25 წუთი,  ნიოკი უნდა ამოტივტივდეს წყლის ზედაპირზე. ნიოკს მიირთმევენ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი სოუსით, ან უბრალოდ კარაქით და პარმეზანით ჩვენ შემოგთავაზებთ ტომატის სოუს: ტაფაზე მოათავსეთ ზეითუნის ზეთი და ნიორი, მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ კანგაცლილი მსუბუქად დასრესილი პომიდორი ან კონსევირებული წვრილად დაჭრილი პომიდორი, მარილი, ორეგანო ან სასურველი მწვანილი. მოთუშეთ გაზზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოათავსეთ ნიოკი სოუსში, მოაყარეთ პარმეზანი  და გემრიელად მიირთვით

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა