კორპორატიული გაყიდვები

კორპორატიული გაყიდვები

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, იურიდიულ პირებს კორპორატიული გაყიდვების მომსახურებას 2013 წლიადნ სთავაზობს და დღეისთვის დაახლოებით 500 მსხვილ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. „ფრესკოს“ კორპორატიული სერვისის მომხამრებელთა სპექტრი ძალიან ფართოა: ვემსახურებით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებს, რესტორნებს, ბარებს, სასტუმროებს, სამინისტროებს, სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა დაწესებულებებს.

ჩვენი უპირატესობა თვალსაჩინოა: „ფრესკოსთან“ ურთიერთობით თქვენ იძენთ მუდმივ და სანდო პარტნიორს, რომელიც ზრუნავს თქვენზე, გიზოგავთ დროს, ენერგიას და რაც მთავარია გაძლევთ მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს.

  • კურიერული მომსახურება;
  • ანგარიშსწორების მოქნილი პირობები;
  • ყველა საჭირო დოკუმენტით უზრუნველყოფა;
  • პირადი მენეჯერის მომსახურება;

ეს ყველაფერი „ფრესკოს“ კორპორატიულ გაყიდვებს ნამდვილად გამორჩეულს და შეუცვლელს ხდის.

სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ იურიდიულ პირს, ვისაც სურს მიიღოს ნებისმიერი შეკვეთილი პროდუქცია ოფისიდან გაუსვლელად. პროცედურა საკმაოდ მარტივია:

  • მომხმარებელი გვიკავშირდება და „ფრესკოსთან“ აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს ანგარიშსწორებისა და მომსახურების პირობებს.
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი მომხმარებლისგან შეკვეთას იღებს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ფორმირებას უკეთებს შეკვეთას და კურიერის საშუალებით აწვდის მომხმარებელს მისთვის სასურველ ადგილზე მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.
  • ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელს, სუპერმარკეტში არსებულ კორპორატიულ სალაროსთან 22:00სთ-მდე შეუძლია განახორციელოს შესყიდვა, მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ამისათვის დახარჯოს მხოლოდ 10 წუთი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი მოლოდინი გავამართლოთ და მომსახურებისას შეგიქმნათ სრული კომფორტი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 57 51 55, 2 907 907