ღირებულებები

ღირებულებები

დაბალი ფასები, პროდუქციის ხარისხზე ორიენტაცია და მაღალი დონის სერვისი არის ის, რაც ქმნის ჩვენს ღირებულებას. ჩვენ ვართ #1 ქართული სუპერმარკეტების ქსელი


„ფრესკო“ ხელმისაწვდომია ყველასთვის!

კომფორტული გარემო: ჩვენ ერთადერთი ქსელი ვართ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურ კომფორტს: კეთილმოწყობილ სავაჭრო დარბაზს, უფასო პარკირების ტერიტორიას, კეთილმოწყობილ კაფეს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვადასხვა სერვისს. მხოლოდ „ფრესკოში“ მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ შეიძინონ მედიკამენტები, აქსესუარები, პარფუმერია, ბავშვისა და ქალის ტანსაცმელი, ისარგებლონ ქიმწმენდის სერვისით და სხვა მათთვის საჭირო ნივთები.


სიღრმისეული ფასდაკლებები: „ფრესკო“ გარდა იმისა, რომ არის ერთადერთი სუპერმარკეტი, რომელიც გამორჩეულია ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობით,  ამავდროულად მოხმარებლებს სიღრმისეული ფასდაკლებებით ანებივრებს - ყოველკვიურელად, მომხმარებლების თხოვნიდან გამომდინარე, 100-მდე დასახელების პროდუქტზე 50%-მდე ფადაკლება ცხადდება.  „ფრესკოს“ კონკურენტური უპირატესობაა, რომ აქ ხილ-ბოსტნეულზე და ქიმიური საშუალებებზე ყველაზე დაბალი ფასებია საქართველოში.


მრავალფეროვანი ასორტიმენტი:  მხოლოდ "ფრესკოში“ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ როგორც საკვები პროდუქცია, ისე ტექნიკური ხელსაწყოები, ავეჯი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო  ნივთები.


უმაღლესი ხარისხის პროდუქცია:  „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს პროდუქციის ხარისხს და ვადებს.

ხარიხსის მართვის სამსახურის მიერ მუდმივად ხორციელდება წარმოების სანიტარული და ჰიგიენური საიმედოების შემოწმება და შეფასება. ყოველდღიურად ახალი ხორცპროდუქტები, ხილ-ბოსტნეული და  რძის ნაწარმი კი ინტენსიურად მოწმდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებზე ორიენტირებულ ლაბორატორიული კვლევების მიერ.


მაღალი დონის მომსახურება: „ფრესკო“ გამოირჩევა მაღალი დონის მომსახურებით, რაც არა ერთმა კვლევამ აჩვენა. აქ თანამშრომლები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ჩვენთვის თითოეული თანაშრომლის კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ფრესკოს სამზარეულო: მხოლოდ „ფრესკოში“ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ მზა კვების ფართო არჩევანი. ჩვენი შეფ მზარეულები ყოველდღიურად ზრუნავენ პროდუქციის ასორტიმენტის მრვალფეროვნებაზე, ხარისხსა და გემოზე.

ჩვენთან დამზადებული მზა პროდუქცია წარმოებულია ყველაზე მკაცრი ხარისხის სტანდარტების მიხედვით.


ფინანსური სიძლიერე და დამოუკიდებლობა: „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთრებაში არსებულ მიწისა და შენობების ბაზაზე. „ფრესკოს“ ფინანსური სიძლიერე გარანტია იმისა, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი, კომპანიის დაარსების დღიდან ყოველთვის დროულად იღებს ხელფასს.

„ფრესკო“ არის ფინანსურ წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია და ჩვენთვის ეს წარმატება თითოეული თანამშრომლის ფინანსური კეთილდღეობაა, რისთვისაც საჭიროა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი.