სუპერმარკეტები

სუპერმარკეტები

ვარკეთილი

სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა, კომპანია „ფრესკოსათვის“ ერთ-ერთ მთავარი ამოცანას წარმოადგენს.

პირველი სუპერმარკეტისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე - კალოუბნის #9-ში არ არსებობდა მსგავსი ტიპის სუპერმარკეტი, იყო უბნის მიკრო ცენტრი და მომხმარებლისათვის მარტივად ხელმისაწვდომი.

სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა  კალოუბნის #9-ში მდებარე მიწის ნაკვეთი.

დღეს „ფრესკო“ ვარკეთილის მაცხოვრებლებისთვის მთავარ სავაჭრო ობიექტია.





მუხიანი

„ფრესკო“ მუხიანი 2012 წლის 6 დეკემბერს გაიხსნა.

გობრონიძის #18-ში მდებარე ტერიტორია სრულიად აუთვისებელი ადგილი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობდა მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტი, კომპანია „ფრესკომ“ გადაწვყიტა ახალი სუპერმარკეტის გახსნა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ფრესკო“ მუხიანი ერთდროულად ემსახურებოდა როგორც მუხიანის, ისე გლდანის მოსახლეობას.

სწორედ „ფრესკო მუხიანმა“ ჩაუყარა საფუძველი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას.






ორთაჭალა

„ფრესკო ორთაჭალა“ კომპანიის რიგით მესამე სუპერმარკეტია, რომელიც 2014 წლის 16 იანვარს გაიხსნა.

„ფრესკო ორთაჭალა“ გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით, რომელიც რაიონის ერთ-ერთ მთავარ თავშეყრის ადგილად არის ქცეული. აღნიშნული სუპერმარკეტი ერთადერთი ადგილია კრწანისის რაიონში, რაც ემსახურება როგორც საჯარო სექტორს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას.

აღნიშნული სუპერმარკეტი ძალიან პოპულარულია სწრაფი კვების მიმართულებითაც. აქ მომხმარებლებს შესძლებლობა აქვს დააგემოვნოს ადგილზე მომზადებული როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულო. სუპერმარკეტის ტერიტორიაზე მდებარე პიცერია ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. პიცერიაში, იტალიური ტექნოლოგიებით დამზადებულ ცხელ-ცხელ პიცასთან ერთად, განსაკუთრებული მოწონება მოიპოვა მომხმარებლების თვალ წინ დამზადებულმა კრეპებმა და ბლითებმა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ადგილზე დაგემოვნებასთან ერთად, წაღების სერვისითაც ისარგებლონ.



საბურთალო

სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე „ფრესკოს“ რიგით მეოთხე სუპერმარკეტი 2014 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აღნიშნულმა ობიექტმა ძალიან დიდი ბიძგი მისცა, მიმდებარე ტეირტორიის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

„ფრესკო“ ერთადერთი სავაჭრო ობიექტია მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ერთდროულად 5 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება ყოველდღიურად. აღნიშნული ობიექტი განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში, ვინაიდან „ფრესკოს“ კაფეში მათ საშუალება ეძლევათ უგემრიელეს მზა კვებასთან ერთად, ისარგებლონ უფასო WIFI-ით და კომფრორტულ გარემოში გაატარონ თავისუფალი დრო.  

დღეს, სანდრო ეულის ქუჩაზე სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი არის განთავსებული, რასაც „ფრესკომ“ დიდი ბიძგი მისცა.

სწორედ „ფრესკოს“ მიუძღვის უდიდესი წვლილი იმაში, რომ სუპერმარკეტის მოპირდაპირე მხარეს საბურთალოს მაცხოვრებლებისთვის მეტრო „უნივერსიტეტი“ ამოქმედდა, რომლის მშენებლობაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.



ჩუღურეთი

ჩიქობავას #22-ში მდებარე რიგით მეხუთე „ფრესკოს“ სუპერმარკეტი კომპანიის ერთ-ერთ სიამაყეს წარმოადგენს. სუპერმარკეტის იერსახის შერჩევამ მრავალ ეტაპი გაიარა.

ძველი თბილისის სტრუქტურული ქუჩებიდან გამომდინარე, ჩუღურეთის რაიონში დიდი პრობლემა დგას მანქანის პარკირებასთან დაკავშირებით. „ფრესკო“ ერთადერთი ადგილია აღნიშნულ რაიონში, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უფასო პარკინგით.

სუპერმარკეტის გარე მოპირკეთება შეირჩა ძველი თბილისის შენობა-ნაგებობების მიხედვით.  






ნაძალადევი

2014 წლის 25 დეკემბერს კომპანია „ფრესკომ“ რიგით მეექვსე სუპერმარკეტი ნაძალადევში გახსნა. ადგილი შერჩევის პრინციპი იგივე იყო - თბილისის გარე უბნის მიკრო ცენტრი.

ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა მსგავსი, მაღალი სტანდარტების სუპერმარკეტი.

გურამიშვილის #64-ში მდებარე „ფრესკო“ უნიკალურია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, იმით, რომ აქ, ყველა პირობა არის შექმნილი მომხმარებლის კომფორტისთვის: უფასო პარკირინგის ტერიტორია, აფთიაქი, კომფორტული ღია თუ დახურული კაფე, საბავშვო კუთხე და სხვა მომსახურება.

დღეს „ფრესკო სანზონა“ ადგილობრივი მაცხოვრებლების თავშეყრის ადგილია.


ისანი

„ფრესკო“ რიგით მეშვიდე სუპერმარკეტი 2015 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა.

ბერი გებრიელ სალოსის #42-ში მდებარე სუპერმარკეტი ძალიან გამორჩეულია არქიტექტურული თვალსაზრისით. აქ მომხმარებლებს რაიონში ყველაზე დაბალ ფასებთან და მომსახურებასთან ერთად სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ: აფთიაქი, ქიმწმენდა, ფიტნესი ბავშვთა გასართობი კუთხე და სხვა.

„ფრესკო“ ისანში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც ყოველდღიურად მზარდ მომხმარებლების რაოდენობაზეც აისახება.







გლდანი

2015 წლის 10 დეკემბერს „ფრესკომ“ რიგით მერვე სუპერმარკეტი გლდანში გახსნა.

რამდენიმე წლის წინ გახსნილმა „ფრესკო“ მუხიანმა ძალიან დიდი პოპულარობა გლდანის მოსახლეობაშიც მოიპოვა. სწორედ მათი თხოვნით გაიხსნა „ფრესკოს“ ახალი სუპერმარკეტი გლდანის რაიონში. აღნიშნული სუპერმარკეტი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი „ფრესკოს“ სუპერმარკეტი თბილისში ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს ხილ-ბოსტნეულის და ქიმიური საშუალებების პროდუქციაზე.

„ფრესკო გლდანი“ ერთადერთი სუპერმარკეტია რაიონში, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება ჩვენს მომხმარებლებს.