ისტორია

ისტორია

სუპერმარკეტების ქსელის გახსნის იდეა, ქართველ ბიზნესმენს ბატონ ვასილ სოფრომაძეს 2010 წელს გაუჩნდა, როდესაც რამდენიმე დღიანი ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს. მისი მთავარი ამოცანა იყო თბილისის გარე უბნების მაცხოვრებლებისათვისაც შეექმნა ისეთივე, კომფორტული და მაღალი სტანდარტების მქონე სავაჭრო ობიექტი, როგორიც შეიძლებოდა სხვა ნებისმიერ ცენტრალურ უბანში ყოფილიყო.  


​ამ დროისათვის საქართველოს რითეილ ბაზარზე არ არსებობდა ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებდა:

  • უმაღლესი ხარისხის პროდუქციას

  • 24 საათიან საუკეთესო დონის მომსახურებას

  • კომფორტულ გარემოს

  • უფასო პარკინგს

  • კეთილმოწყობილ კაფესა და

  • მრავალფეროვან არჩევანს

ბატონი ვასილ სოფრომაძისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო შეექმნა სრულად დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც განთავსებული იქნებოდა 100%-ით „ფრესკოს“ კუთვნილ ტერიტორიებზე და არ ექნებოდა არანაირი საბანკო ვალდებულებები.