თარიღი: 2018-05-20 12:50:24
img

სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკომ" ლონდონის ბაღში მოსულ პატარა სტუმრებს დიდი მხიარულება დაახვედრა საჩუქრად. პატარებმა მოიხატეს სახე, დაესწრნენ საპნის ბუშტების შოუს და საჩუქრად მიიღეს ბევრი ფერადი ბუშტი. კომპანია გეგმავს კვლავ ჩაატაროს მსგავსი მხიარული აქტივობა 27 მაისს, 3 და 10 ივნისს.

ლონდონ ბაღი მდებარეობს "ფრესკო ჩიქობავას" მიმდებარედ.

......სრულად
თარიღი: 2018-04-19 15:08:00
img

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“  წევრები  აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად აპრილის თვეში მოხუცთა თავშესაფარს „სიკეთის ლამპარს“  ესტუმრნენ.

ფონდის ხელმძღვანელმა მადონა კიკორიამ  თავად მოინახულა ხანდაზმულები და გადასცა მათთვის მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტები.

......სრულად
თარიღი: 2018-03-21 10:49:19
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მორიგი აქტივობა განახორციელა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდის წარმომადგენლები "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დღის ცენტრს ესტუმრნენ.
დღის ცენტრს საჩუქრად გადაეცათ მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები, მათი პატარა ბენეფიციარების განწყობაზე კი იზრუნეს ანიმატორებმა.

......სრულად
თარიღი: 2018-03-19 17:14:47
img

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის  პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

 

 

  • ასაკი: 25 წლიდან

 

მოვალეობები:

  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
  • სუპერმარკეტში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დარბაზში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საცალო გაყიდვების სფეროში);
  • სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება.

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა.
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

ანაზღაურება - 1500 ლარიდან

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი“.

 

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907

 

......სრულად
თარიღი: 2018-03-19 14:45:37
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მარტის თვეში, დახმარება გაუწია 3 თვის ერეკლე დანელიას, მას  მოკლე ნაწლავის სინდრომი აქვს და  ესაჭიროება ოპერაცია. ფონდმა შეიტანა წვლილი საოპერაციო ხარჯებში და ერეკლეს ანგარიშზე გადაირიცხა 1000 ლარი. ვუსურვებთ პატარა ერეკლეს გამოჯანმრთელებას.

 
......სრულად