თარიღი: 2018-01-05 17:45:59
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ და "ფრესკოს" სუპერმარკეტის თანამშრომლებმა, პირადად მიულოცეს დამდეგი შობის დღესასწაული თბილისის ქუჩებში გამოსულ მზრუნველობა მოკლებულ მოქალაქეებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი სითბო და ყურადღება. მათ საჩუქრად გადაეცათ ტკბილეული და საკვები პროდუქტები.

 
......სრულად
თარიღი: 2017-12-26 17:03:26
img

სუპერმარკეტების ქსელი " ფრესკოს" მიერ ბულგარეთიდან იმპორტირებული  ნატურალური წვენი "YOOCY"  უკვე საქართველოშია.  მისი შეძენა შესაძლებელია ქსელი რვავე სუპერმარკეტში.

......სრულად
თარიღი: 2017-12-22 00:02:44
img

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის “ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

კომპანია „ფრესკოს“ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილი „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდია“, რომელიც 2014 წლის ივლისის თვეში დაარსდა. ფონდი, ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით დაეხმარა, 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველი ბავშვს, მზრუნველობა მოკლებულ მოხუცსა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახს.

 

ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და მისი მიზანი იყო, დახმარებოდა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე პრობლემის გამო საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას საზღვარგარეთ.

 

საქველმოქმედო გამოფენას მხარს უჭერდნენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე და სხვა. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ლექტორები.

 

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მიშიკოს ოპერაციის ხარჯების ასანზღაურებლად. 

......სრულად
თარიღი: 2017-10-20 18:03:26
img

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

 

ასაკი: 25 წლიდან

 

 

 

მოვალეობები:

 

  • პროგრამული შეკვეთების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა სასაქონლო კუთხით;
  • აქციების დაგეგმვა/განხორციელება;
  • შეცვლილი ფასების კონტროლი;
  • პროდუქციის ანალიზი;
  • მარჟის ანალიზი;
  • ასორტიმენტის სისწორის კონტროლი;
  • ახალი მომწოდებლის მოძიება;
  • ნაშთების ოპტიმიზაცია;
  • საქონლის ნომენკლატურის და ასორტიმენტის ცოდნა;
  • საქონლის ხარისხის განსაზღვრის და სასაქონლო დანაკარგების შემცირების მეთოდების ცოდნა;
  • საქონლის მოძრაობის აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია პროგრამა apex-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907

 

......სრულად
თარიღი: 2017-10-20 16:15:31
img

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის  პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

 

ასაკი: 25 წლიდან

 

 

მოვალეობები:

  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
  • სუპერმარკეტში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დარბაზში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საცალო გაყიდვების სფეროში);
  • სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა.
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი“.

 

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907

......სრულად