თარიღი: 2014-03-26 00:00:00
img

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" წელს პირველად შეუერთდა საერთაშორისო გარემოსდაცვით ღონისძიებას "დედამიწის საათი", როგორც ოქროს სპონსორი. 

 

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები 29 მარტს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაერთიანდნენ, სადაც ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით მათ დედამიწის მიმართ თანადგომა გამოხატეს.

 

ეს ღონისძიება ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს იმართება და მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. წელს საქართველომ მეექვსედ აღნიშნა "დედამიწის საათი".

 

აქციის ფარგლებში მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში ერთი საათით გამოირთო ისეთი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება, როგორებიცაა სიდნეის საოპერო თეატრი, კოლიზეუმი, ეიფელის კოშკი, ბრანდენბურგის კარიბჭე და სხვა.