თარიღი: 2015-11-20 12:06:00
img

 

2015 წლის 19 ნოემბერს ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. №42-ში კომპანია „ფრესკოს" მეშვიდე სუპერმარკეტი გაიხსნა.

 

სუპერმარკეტი 7000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. 

ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმომსახურე კაფე,საბავშვო კუთხე, თონე, აფთიაქი,  ავტოსადგომი (150 მანქანაზე). 

ტერიტორია აღჭურვილია უფასო wi-fi ინტერნეტით.

 

ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა,  დღეის მდგომარეობით კი „ფრესკოში“ 1500 ადამიანია დასაქმებული.

 

„ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.

 

კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონასა და ახლა უკვე ისანში. წლის ბოლომდე „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი ახალი,  მერვე სუპერმარკეტი შეემატება გლდანში.

კომპანია  გეგმავს ქსელის გაფართოებას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

 

„ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

 

 

ფრესკო - თქვენი ცხოვრების ხარისხი!