თარიღი: 2015-09-21 13:37:59
img

25 - 26 სექტემბერს კომპანია "ფრესკომ" გამართა 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი FRESCO MUSIC FEST

 

გამომდინარე იქედან, რომ "ფრესკო" სიმწვანესთან, სიახლესთან და სიჯანსაღესთან ასოცირდება ლოკაციაც შესაბამისი შეირჩა და ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიზე ღია ცის ქვეშ გაიმართა. 

 

Fresco Music Fest 19:00-ზე დაიწყო და ორივე დღეს დილის 4 საათაამდე გრძელდებოდა.

 

"ფრესკოს" გადაწყვეტილებით ფესტივალი ჩატარდა სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მსმენელებისათვის და სწორედ ამიტომ ფესტივალზე წარმოდგენილნი იყვნენ  სხვადასხვა ჟანრის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები. 


25 სექტემბერს ფესტივალი გახსნეს ქრთველმა არტისტებმა. 
შემდეგ კი ჯგუფმა გამოუვალმა მდგომარეობამ შემოგვთავაზა ლაივ კონცერტი.
გვიან ღამე დაუკრა სპეციალურად ფესტივალისთვის მოწვეულმა უცხოელმა დიჯეიმ Fairmont.


26 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგნენ Salio და Green Room, ხოლო შემდეგ დაუკრეს სპეციალურად ფესტივალისთვის მოწვეულმა არტისტებმა Mishkimoves და Brett Johnson, რომლებიც ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგნენ.

 

ფესტივალზე დასწრება იყო სრულიად უფასო!

 

ფესტივალის არსი ბევრისთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ ზოგიერთებს უჩნდებათ კითხვას რა კავშირშია ერთმანეთთან "ფრესკო" და მუსიკალური ფესტივალი. პირველ რიგში ეს არ იყო კომერციული პროექტი და ესეგი აქედან კომპანია არავითარ შემოსავალს არ ელოდებოდა, რა თქმა უნდა არც ხარჯების დაფარვას. მეორე, ეს არ იყო პოლიტიკური პროექტი და არც "ფრესკოს" სარეკლამო პროექტი რომ "ფრესკოს" ცნობადობა გაეზარდა, ვინაიდან ეს პირდაპირ არ არის კავშირში რითეილ ბიზნესთან. უბრალოდ, კომპანია "ფრესკომ" გადაწყვიტა, თავისი მომხმარებლებისათვის, თანამშრომელებისათვს, მეგობრებისათვის, მომწოდებლებისათვის და ყველა თბილისელისათვის მოეწყო 2 დაუვიწყარი საღამო.

 

FRESCO MUSIC FEST ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც სექტემბრის ბოლო უიქენდზე კიდევ უფრო მაშტაბური და მრავალფეროვანი გაიმართება.