თარიღი: 2014-06-16 00:00:00
img

სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკომ", წელს უკვე მეორედ ჩაატარა ფეხბურთის ჩემპიონატი სახელწოდებით - ‘’ფრესკოს მეგობრობის თასი’’, რომელიც 10 მაისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდა. 

ტურნირი 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა 32- მა წამყვანმა სადისტრიბუციო კომპანიამ მიიღო. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ კომპანია "აქვა გეო" (წყალი სნო) და "ვიმ ბილ დან საქართველო" (სოფლის ნობათი, პეპსიკო). დამსახურებული გამარჯვება კი მოიპოვა კომპანიამ - "ვიმ ბილ დანი".

 

ტურნირის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ფრესკოს მომწოდებელ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება. სახელწოდებაც -"ფრესკოს მეგობრობის თასი"- სწორედ აქედან გამომდინარეობს.

ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა და ყველა წარმოდგენილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფრესკოს მეგობრობის თასი და ფულადი პრიზი 1500 ლარის ოდენობით, მეორე ადგილის მფლობელს 500 ლარის ოდენობის ფრესკოს ვაუჩერები. 


ასევე გამოვლინდა 18 გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში, რომლებსაც გადაეცათ სიგელები. "ფრესკოს მეგობრობის თასს" შემოუერთდა და ნომინაციებისთვის პრიზები დააწესეს შემდეგმა კომპანიებმა: "თეგეტა მოტორსი", "ახალი ნათება", რესტორანი "ფრესკა", რესტორანი "ბარაკონი", საიუვილერიო ნაწარმის კომპანია "დელფოსი", ავტომანქანის აქსესუარების კომპანია "ქარ მარტი". 

 

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" მადლობას უხდის ყველა მონაწილე კომპანიას.