თარიღი: 2015-05-04 13:20:43
img

კომპანია „ფრესკოში“ მოხდა სტრუქტურული ცვლილება, 2015 წლის 24 აპრილიდან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნესტან ბუცხრიკიძე. 

 

ნესტან ბუცხრიკიძე დაიბადა 1976 წლის 10 აპრილს, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი 
განათლება: უმაღლესი, იურიდიული.
 

1996 წლიდან 2002 წლამდე იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი.
 

2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით).
 

2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, იურისტის თანამდებობაზე. 
 

2011 წლიდან მუშაობდა კომპანია „ფრესკოში“, იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.