თარიღი: 2015-02-02 12:41:28
img

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ათასობით მომხმარებელს ერთგულებისთვის, რაც „ფრესკო“-ს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას უფრო მყარად ატარებდეს სოციალურად ორიენტირებული კომპანიის პოლიტიკას  და ყოველთვის გთავაზობდეთ ყველაზე დაბალ ფასებს სწორედ იმ პროდუქტზე რაზეც იხარჯება თქვენი ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი.

ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების ფონზე კომპანია „ფრესკო“ ახერხებს შეინარჩუნოს ქსელში არსებული დაბალი ფასები და ამავე დროს მხარში უდგას საქართველოს მთავრობას და არ ითხოვს ბიუჯეტიდან მის კუთვნილ მილიონობით ლარ დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ ) რათა არ მოხდეს სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების შეფერხება, ამ ისედაც რთულ პერიოდში.